უფლებადარღვევების პირველადი შემოწმების და ციფრული სერვისების დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს კონსულტანტ-რეგისტრატორი
- ანაზღაურება
- 3 520 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
უფლებადარღვევების პირველადი შემოწმების და ციფრული სერვისების დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს კონსულტანტ-რეგისტრატორი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
სახალხო დამცველის აპარატი
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს სახალხო დამცველი არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა.
სახალხო დამცველის აპარატის მისიაა: დაეხმაროს სახალხო დამცველს ადამიანის უფლებების დარღვევების დროულ გამოვლენას, ეფექტურ რეაგირებასა და პრევენციაში, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად.
აპარატის ღირებულებებია: მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, ღიაობა/გამჭვირვალობა, ადამიანის უფლებათა უზენაესობა, კვალიფიციური და პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისადმი, ურთიერთპატივისცემა კოლეგებს შორის
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
25.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3520 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- ადგილზე მოსული დაინტერესებული პირების სწორი ინფორმირება სახალხო დამცველის მანდატის თაობაზე და მოსული მოქალაქეების დახმარება განცხადების დაწერაში და მათთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა;
- ადგილზე მოსული დაინტერესებული პირებისთვის გაწეული კონსულტაციების დაფიქსირება სპეციალურ საკომუნიკაცო პროგრამაში;
- ადგილზე მოსული დაინტერესებული პირებისათვის, აპარატში მიმდინარე საქმეებზე, საქმისწარმოების პროგრამაში დაფიქსირებული ინფორმაციის მიწოდება ან/და საჭიროებისამებრ, ინფორმაციის შესაბამის სპეციალისტთან გადამოწმება და გასაცემი ინფორმაციის შეთანხმება; საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან განმცხადებლის დაკავშირების უზრუნველყოფა;
- სახალხო დამცველის აპარატში, ადგილზე დაწერილი ან/და ხელზე მოტანილი კორესპონდენციის, განცხადების/საჩივრის და საქმესთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის (მატერიალური ფორმით) რეგისტრაცია/რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება და საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში კომპეტენციის მიხედვით, შესაბამის პირთან ან/და სტრუქტურულ ერთეულში განაწილება;
- აპარატში მომზადებული კორესპონდენციის ხელზე გაცემა/დაინტერესებული პირებისთვის ჩაბარება;
- რეგისტრირებული განცხადების/საჩივრის სარეგისტრაციო ნომრის მიწოდება დაინტერესებული პირისთვის, როგორც მატერიალურად ისე მოკლეტექსტური შეტყობინების (SMS) სერვისის მეშვეობით;
- ყოველთვიურად ანგარიშის მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ და დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა;
- საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, დეპარტამენტის სხვა თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება;
- საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით, შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესითა და სხვა შიდა ორგანიზაციული ბრძანებებით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება;
- პირადად მომზადებული შიდა დოკუმენტაციის ხელმოწერა;
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელმძღვანელობის, დეპარტამენტის უფროსის, სამმართველოს უფროსის სხვადასხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
იურიდიული ან საერთაშორისო სამართალი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ბავშვის უფლებათა კოდექსი;
- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“;
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები;
- „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი;
- „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი;
- წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
- კონვენციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;
- საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის პირველი ივლისის N414 ბრძანებულება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“
- იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის ბრძანება №174 „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;
- იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №72 „დაწესებულების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ირაკლი ფაღავას ქუჩა N6, ავლაბარი
საკონტაქტო ტელეფონები:
(+995) 598 84 53 62
საკონტაქტო პირი:
ხატია მელაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს მოეთხოვება:
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საქმისწარმოების, იურიდიული ან/და ადამიანის უფლებათა დაცვის, ან იურიდიულ საკითხებზე პირთა კონსულტირების/მომსახურების მიმართულებით;
- ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტების ცოდნა;
- ეფექტიანი მომსახურების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
- საქმისწარმოებასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ცოდნის დონე: წერითი უნარები B2; მეტყველება B2).
პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი (შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დადგენილი წესით გაცემული დიპლომი ან/და ცნობა);
- საქმისწარმოების, იურიდიული ან/და ადამიანის უფლებათა დაცვის, ან იურიდიულ საკითხებზე პირთა კონსულტირების/მომსახურების მიმართულებით 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი (შესაბამისი ორგანიზაციის მიერ, დადგენილი წესით გაცემული ცნობა ან/და შრომის წიგნაკი - სრული და კითხვადი ჩანაწერებით, ქართულ ენაზე);
- დოკუმენტის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის დროისათვის, კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელე ან ჩარიცხულია მოხელეთა რეზერვში ან არის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და არანაკლებ 1 წლისა მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- სამოტივაციო წერილი.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:
საჯარო მოხელე მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
კანდიდატმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე - vacancy.hr.gov.ge. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულების შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები/დოკუმენტები არ განიხილება კონკურსის ფარგლებში.
კონკურსის მეორე ეტაპზე კანდიდატის შეფასება მოხდება ზეპირი დავალებითა და გასაუბრებით ქულათა სისტემის საფუძველზე.
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის ხანგრძლიობაა 12 თვე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კანდიდატთა მიერ საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვეში ქულათა სისტემით.
