შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტორული შემოწმების სამმართველოს შიდა აუდიტორი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
- ანაზღაურება
- 4 160 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტორული შემოწმების სამმართველოს შიდა აუდიტორი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად.
კატეგორია:
შიდა აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
30.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4160 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასებაში მონაწილეობა;
- შიდა აუდიტორული შემოწმების ფარგლებში შიდა აუდიტის ობიექტის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება, მათი მართვის პროცესის ანალიზი და შეფასება;
- შერჩეული შიდა აუდიტის ობიექტის შემოწმების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მონაწილების მიღება;
- შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება და შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში მტკიცებულებების მოძიება, დოკუმენტირება, ინტერვიუების ჩატარება, კითხვარებისა და სამუშაო დოკუმენტების შემუშავება;
- შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს;
- საგადასახადო აუდიტის ჩატარება, საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
- შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშის შედგენა;
- შემოსული წერილებისა და შეტყობინებების კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და დროული რეაგირება;
- დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;
- შიდა აუდიტორული შემოწმების დაგეგმვაში (სტრატეგიული და წლიური გეგმები) მონაწილეობის მიღება;
- შიდა აუდიტის წლიური გეგმით გათვალისწინებულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
- ზეპირი ან წერილობითი ფორმით საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
- სამმართველოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი ;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 24 მარტის №690 ბრძანება;
- „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
- „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
- „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
- „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება;
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორგასლის 24ა
საკონტაქტო ტელეფონები:
(+995 32) 240 50 75; (+995) 599 850 242
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
- აუდიტის/შესყიდვების/ფინანსების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში (მათ შორის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში) ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში;
- სასურველია შიდა აუდიტორის სერტიფიკატის ფლობა;
- სასურველია, კანდიდატს გავლილი ჰქონდეს თემატური ტრენინგები სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსების და შიდა აუდიტის საკითხებზე;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- ინფორმაციის შეგროვება;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
- პრობლემების ანალიზი;
- კრიტიკული აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ოფიციალური/სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი დაკავებული თანამდებობ(ებ)ის, მუშაობის პერიოდ(ებ)ის - სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღების - ფუნქცია-მოვალეობების მითითებით, სრული და კითხვადი ჩანაწერ(ებ)ი). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
- სტაჟირების შემთხვევაში აუცილებელია, დოკუმენტში ჩანდეს, იყო თუ არა სტაჟირება ანაზღაურებადი.
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
- გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა − 5).
რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით, პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
