პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების დეპარტამენტის ციფრული დიზაინის სამმართველოს ვებ და აპლიკაციების დიზაინერი (UI/UX)
- ანაზღაურება
- 5 905 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კომპლექსური შიდა ორგანიზაციული სისტემებისა და ვებპლატფორმების UI/UX დიზაინის შემუშავების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების დეპარტამენტის ციფრული დიზაინის სამმართველოს ვებ და აპლიკაციების დიზაინერი (UI/UX)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
კატეგორია:
დიზაინი
განცხადების ბოლო ვადა:
28.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
5905 ლარი
ადგილების რაოდენობა:
3
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- ციფრული პროდუქტებისთვის მომხმარებლის საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი დიზაინური გადაწყვეტილებების მომზადება.
- ვებგვერდებისა და აპლიკაციების ცალკეული გვერდების, ეკრანებისა და ფუნქციური ნაკადების ვიზუალური და სტრუქტურული დამუშავება.
- მომხმარებლის გზების, ნავიგაციის ლოგიკისა და ინფორმაციის განთავსების სქემების შექმნაში მონაწილეობა.
- დაბალი და მაღალი სიზუსტის მაკეტების, ინტერაქტიული პროტოტიპებისა და დიზაინის სხვა სამუშაო ვერსიების მომზადება.
- ფერების, შრიფტების, ღილაკების, ფორმებისა და სხვა ინტერფეისის ელემენტების გამოყენება დამტკიცებული დიზაინის სისტემის შესაბამისად.
- სხვადასხვა ეკრანის ზომისა და მოწყობილობისთვის ადაპტირებული დიზაინის შემუშავება და მისი ვიზუალური გამართულობის შემოწმება.
- შექმნილი დიზაინის ტექნიკურ გუნდთან განხილვა და პროგრამულ რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება.
- დეველოპერებისთვის დიზაინის სპეციფიკაციების, ვიზუალური მასალებისა და საჭირო განმარტებების მომზადება და გადაცემა.
- გამოყენებადობის შემოწმების, მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზისა და აღმოჩენილი პრობლემების საფუძველზე დიზაინის გაუმჯობესება.
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები:
0322944120
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია კომპლექსური შიდა ორგანიზაციული სისტემებისა და ვებპლატფორმების UI/UX დიზაინის შემუშავების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საჯარო სამსახურში/საჯარო სამართლის იურიდიული პირში ციფრული პროდუქტებისა და სერვისების დიზაინზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
