JOBX ბიზნესისთვის

კარგ გუნდს
კარგი ადამიანები
ქმნიან.

უფასო ვაკანსიის განთავსება JOBX-ზე, რეგისტრაციის გარეშე. გააცანი შენი გუნდი მომავალ თანამშრომელს.

დაიწყე უფასო სტანდარტული განთავსებით

როგორ განათავსო ვაკანსია უფასოდ

  1. 01

    შეავსე განცხადება

    მიუთითე პოზიცია, პირობები, კომპანიის მონაცემები და განაცხადის მიღების გზა.

  2. 02

    გაიარე შემოწმება

    გაგზავნილ განცხადებას ადმინისტრატორი განიხილავს და გამოქვეყნებამდე ამოწმებს.

  3. 03

    გამოჩნდი ძიებაში

    დამტკიცებული ვაკანსია ხელმისაწვდომი გახდება; კანდიდატები მითითებული გზით დაგიკავშირდებიან.

აირჩიე შენთვის შესაფერისი განთავსება

განთავსების ტიპს განცხადების შევსებისას აირჩევ.

სტანდარტული

უფასოსაწყისი განთავსება

როცა გინდა, რომ შენი ვაკანსია ძიების შედეგებში გამოჩნდეს.

  • ვაკანსიის სრული აღწერა და პირობები
  • კომპანიის სახელი და ლოგო
  • შენ მიერ მითითებული განაცხადის გზა
უფასოდ განთავსება

VIP

დროებითი შეთავაზება

უფასოპირველი 14 დღე

პირველი VIP განთავსება, თითო კომპანიისთვის ერთხელ.

  • სტანდარტული განთავსების შესაძლებლობები
  • სტანდარტულ შედეგებზე წინ გამოჩენა
  • 14 დღე გააქტიურებიდან
VIP-ის არჩევა

პრემიუმი

20 ₾14 დღით

მეტი ხილვადობა შესაბამისი ძიების შედეგების თავში.

  • სტანდარტული განთავსების შესაძლებლობები
  • VIP და სტანდარტულ შედეგებზე წინ გამოჩენა
  • 14 დღე გააქტიურებიდან
პრემიუმის არჩევა

VIP-ის უფასო შეთავაზება შემოწმდება დამტკიცებისას. VIP და პრემიუმ პერიოდი ითვლება გააქტიურებიდან; ვადის გასვლის შემდეგ განცხადება სტანდარტულ რეჟიმში რჩება, მის მითითებულ ბოლო ვადამდე. თანხა ავტომატურად არ ჩამოიჭრება.

კითხვები და პასუხები

შემიძლია ვაკანსია უფასოდ განვათავსო?

დიახ. აირჩიე სტანდარტული განთავსება და შეავსე ვაკანსიის ფორმა. განცხადების გამოქვეყნება უფასოა, რეგისტრაცია საჭირო არ არის. ვაკანსია ადმინისტრატორის შემოწმებისა და დამტკიცების შემდეგ გამოჩნდება.

მჭირდება რეგისტრაცია?

განცხადების დასამატებლად რეგისტრაცია საჭირო არ არის. შეავსე ვაკანსიისა და კომპანიის მონაცემები და მიუთითე, როგორ დაგიკავშირდეს კანდიდატი.

როდის გამოჩნდება ვაკანსია?

განაცხადის გაგზავნის შემდეგ განცხადებას ადმინისტრატორი ამოწმებს. საიტზე ის დამტკიცების შემდეგ გამოჩნდება. პრემიუმ განთავსებისთვის გადახდის დადასტურებაც საჭიროა.

ვის შეუძლია უფასო VIP-ის გამოყენება?

პირველი VIP განთავსება 14 დღით უფასოა, თითო კომპანიისთვის ერთხელ. შეთავაზების გამოყენების შესაძლებლობა განცხადების შემოწმებისას დგინდება.

როგორ გადავიხადო პრემიუმის საფასური?

განაცხადში პრემიუმის არჩევისას მიიღებ ინვოისს საბანკო რეკვიზიტებითა და გადარიცხვის დანიშნულებით. ფასი 20 ₾-ია 14 დღისთვის. განთავსება განცხადებისა და ჩარიცხვის დადასტურების შემდეგ გააქტიურდება. თანხა ავტომატურად არ ჩამოიჭრება.

დავიწყოთ შენი ვაკანსიით.

თუ შევსებისას კითხვა გაგიჩნდება, დაგვირეკე.