უფლებადარღვევების პირველადი შემოწმების და ციფრული სერვისების დეპარტამენტის კონსულტანტ-ოპერატორი
- ანაზღაურება
- 3 520 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- სამუშაო გრაფიკი
- 24 საათიან სამუშაო რეჟიმში, 09:00 საათიდან მეორე დღის 09:00 საათამდე შუალედში, წინასწარ შეთანხმებულ, არაუმეტეს 8 საათიან სამუშაო რეჟიმში მორიგეობა (შესვენება: 8 საათიან ცვლაში - 1 საათი; 8 საათამდე ცვლაში - არანაკლებ 30 წუთი და არაუმეტეს 1 საათი)
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
უფლებადარღვევების პირველადი შემოწმების და ციფრული სერვისების დეპარტამენტის კონსულტანტ-ოპერატორი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
სახალხო დამცველის აპარატი
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს სახალხო დამცველი არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა.
სახალხო დამცველის აპარატის მისიაა: დაეხმაროს სახალხო დამცველს ადამიანის უფლებების დარღვევების დროულ გამოვლენას, ეფექტურ რეაგირებასა და პრევენციაში, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად.
აპარატის ღირებულებებია: მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, ღიაობა/გამჭვირვალობა, ადამიანის უფლებათა უზენაესობა, კვალიფიციური და პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისადმი, ურთიერთპატივისცემა კოლეგებს შორის
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
25.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3520 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- აპარატში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებულ კითხვებზე რეაგირება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
- სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებულ კითხვებზე დეტალური, დროული და სანდო ინფორმაციის მიწოდება აპარატში დადგენილი სპეციალური სტანდარტების შესაბამისად;
- აპარატის სპეციალურ საკომუნიკაციო პროგრამით სარგებლობის წესების განუხრელი დაცვა;
- სახალხო დამცველის მანდატის თაობაზე დაინტერესებული პირების სწორი ინფორმირება;
- საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტების თაობაზე შემოსული ინფორმაციის დაოქმება დადგენილი წესების განუხრელი დაცვით;
- აპარატში დამტკიცებული კომუნიკაციის სახელმძღვანელო წესებისა და სტანდარტების სრული დაცვა;
- კომუნიკაციის პროცესში დაინტერესებული პირებისათვის მხარდაჭერის აღმოჩენა აპარატის მანდატის შესაბამისად;
- საჭიროების შემთხვევაში აპარატის სხვა წარმომადგენლების ინფორმირება კონკრეტული უფლებადარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე;
- დაინტერესებული პირებისათვის, აპარატში მიმდინარე საქმეებზე, საქმისწარმოების პროგრამაში დაფიქსირებული ინფორმაციის მიწოდება ან/და საჭიროებისამებრ ინფორმაციის შესაბამის სპეციალისტთან გადამოწმება და გასაცემი ინფორმაციის შეთანხმება; საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთა განმცხადებლის დაკავშირების უზრუნველყოფა;
- სავარაუდო უფლებადარღვევის ადგილზე, საჭიროებისამებრ აპარატის წარმომადგენელთა ვიზიტის ორგანიზებაში მონაწილეობა, ინფორმაციის სრულყოფილი მოძიება და დაინტერესებული პირებისათვის მაქსიმალური მხარდაჭერის აღმოჩენა უფლებამოსილებისა და მანდატის ფარგლებში;
- ყოველთვიურად, ან მოთხოვნის შესაბამისად, ანგარიშის მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ და დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა;
- საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, დეპარტამენტის სხვა თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება;
- საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით, შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესითა და სხვა შიდა ორგანიზაციული ბრძანებებით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება;
- პირადად მომზადებული შიდა დოკუმენტაციის ხელმოწერა;
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელმძღვანელობისა და დეპარტამენტის უფროსის სხვადასხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
იურიდიული ან საერთაშორისო სამართალი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს კანონი „პენიტენციური კოდექსი“;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- -„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- ბავშვის უფლებათა კოდექსი;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.
- საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“;
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები;
- „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი;
- „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი;
- წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
- კონვენციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;
- ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ირაკლი ფაღავას ქუჩა N6, ავლაბარი
საკონტაქტო ტელეფონები:
(+995) 598 84 53 62
საკონტაქტო პირი:
ხატია მელაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს მოეთხოვება:
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული ან/და ადამიანის უფლებათა დაცვის, ან იურიდიულ საკითხებზე პირთა კონსულტირების/მომსახურების მიმართულებით;
- ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტების ცოდნა;
- ეფექტიანი მომსახურების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა (ცოდნის დონე: წერითი უნარები B2; მეტყველება B2).
პიროვნული მახასიათებლები:
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი (შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დადგენილი წესით გაცემული დიპლომი ან/და ცნობა);
- იურიდიული ან/და ადამიანის უფლებათა დაცვის, ან იურიდიულ საკითხებზე პირთა კონსულტირების/მომსახურების მიმართულებით 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი (შესაბამისი ორგანიზაციის მიერ, დადგენილი წესით გაცემული ცნობა ან/და შრომის წიგნაკი - სრული და კითხვადი ჩანაწერებით, ქართულ ენაზე);
- დოკუმენტის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის დროისათვის, კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელე ან ჩარიცხულია მოხელეთა რეზერვში ან არის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და არანაკლებ 1 წლისა მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- სამოტივაციო წერილი.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიან სამუშაო რეჟიმში, 09:00 საათიდან მეორე დღის 09:00 საათამდე შუალედში, წინასწარ შეთანხმებულ, არაუმეტეს 8 საათიან სამუშაო რეჟიმში მორიგეობა (შესვენება: 8 საათიან ცვლაში - 1 საათი; 8 საათამდე ცვლაში - არანაკლებ 30 წუთი და არაუმეტეს 1 საათი).
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:
საჯარო მოხელე მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
კანდიდატმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე - vacancy.hr.gov.ge. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულების შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები/დოკუმენტები არ განიხილება კონკურსის ფარგლებში.
კონკურსის მეორე ეტაპზე კანდიდატის შეფასება მოხდება ზეპირი დავალებითა და გასაუბრებით ქულათა სისტემის საფუძველზე.
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის ხანგრძლიობაა 12 თვე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კანდიდატთა მიერ საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვეში ქულათა სისტემით.

