უფლებადარღვევების პირველადი შემოწმების და ციფრული სერვისების დეპარტამენტის სტაჟიორი
- ანაზღაურება
- 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
უფლებადარღვევების პირველადი შემოწმების და ციფრული სერვისების დეპარტამენტის სტაჟიორი
კონკურსის ტიპი:
სტაჟირება
ორგანიზაცია:
სახალხო დამცველის აპარატი
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს სახალხო დამცველი არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა.
სახალხო დამცველის აპარატის მისიაა: დაეხმაროს სახალხო დამცველს ადამიანის უფლებების დარღვევების დროულ გამოვლენას, ეფექტურ რეაგირებასა და პრევენციაში, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად.
აპარატის ღირებულებებია: მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, ღიაობა/გამჭვირვალობა, ადამიანის უფლებათა უზენაესობა, კვალიფიციური და პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისადმი, ურთიერთპატივისცემა კოლეგებს შორის
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
29.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
გამოსაცდელი ვადა:
2 თვე
ფუნქციები:
უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით:
- აპარატში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებულ კითხვებზე რეაგირება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
- სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებულ კითხვებზე დეტალური, დროული და სანდო ინფორმაციის მიწოდება აპარატში დადგენილი სპეციალური სტანდარტების შესაბამისად;
- აპარატის სპეციალურ საკომუნიკაციო პროგრამით სარგებლობის წესების განუხრელი დაცვა;
- სახალხო დამცველის მანდატის თაობაზე დაინტერესებული პირების სწორი ინფორმირება;
- საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტების თაობაზე შემოსული ინფორმაციის დაოქმება, აღნიშნულისათვის დადგენილი წესების განუხრელი დაცვით;
- აპარატში დამტკიცებული კომუნიკაციის სახელმძღვანელო წესებისა და სტანდარტების სრული დაცვა;
- კომუნიკაციის მიმდინარეობისას დაინტერესებული პირებისათვის მხარდაჭერის აღმოჩენა აპარატის მანდატის შესაბამისად;
- საჭიროების შემთხვევაში აპარატის სხვა წარმომადგენლების ინფორმირება კონკრეტული უფლებადარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე;
- დაინტერესებული პირებისათვის აპარატში მიმდინარე საქმეებზე საქმისწარმოების პროგრამაში დაფიქსირებული ინფორმაციის მიწოდება ან/და საჭიროებისამებრ ინფორმაციის შესაბამის სპეციალისტთან გადამოწმება და გასაცემი ინფორმაციის შეთანხმება; ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან განმცხადებლის დაკავშირების უზრუნველყოფა;
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელმძღვანელობის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვადასხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
პროფესია:
იურიდიული ან საერთაშორისო სამართალი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები;
- სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი;
- ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტი;
- წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
- კონვენციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;
- ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“;
- „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს კანონი “პენიტენციური კოდექსი”;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ;
- ბავშვის უფლებათა კოდექსი;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ირაკლი ფაღავას ქუჩა N6, ავლაბარი
საკონტაქტო ტელეფონები:
(+995) 598 84 53 62
საკონტაქტო პირი:
ხატია მელაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს მოეთხოვება:
- კანდიდატი უნდა იყოს, სულ მცირე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით;
- ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტების ცოდნა;
- ეფექტიანი მომსახურების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (ცოდნის დონე - B2).
- სასურველია რუსული ენის ცოდნა (ცოდნის დონე - B2).
პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების უნარი
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- დოკუმენტის ელექტრონული ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის, სულ მცირე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით (შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დადგენილი წესით, გაცემული დიპლომი ან/და ცნობა);
- სასურველია კანდიდატმა წარმოადგინოს ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების თაობაზე ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- სამოტივაციო წერილი.
კანდიდატმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირეულო ვებგვერდზე - vacancy.hr.gov.ge. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულების შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები/დოკუმენტები არ განიხილება კონკურსის ფარგლებში.
სტაჟირების ხანგრძლიობა: 1 წელი. კონკურსის ფარგლებში შერჩეულ სტაჟიორთან გაფორმდება სტაჟირების ხელშეკრულება.
სამუშაო საათები: სტაჟიორისათვის დადგენილია 5-დღიანი სამუშაო კვირა. სტაჟიორის სამუშაო დროის ხანგრძლივობა დღეში არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს, ხოლო კვირაში – 40 საათს. სტაჟირების ხელმძღვანელი სტაჟიორს საჭიროებისამებრ განუსაზღვრავს სამუშაო გრაფიკს, რაც შესაძლოა, გამომდინარეობდეს სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნებიდან.
სტაჟირება წარიმართება ნაწილობრივ დისტანციურად. სტაჟიორი დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციისათვის გამოიყენებს განახლებულ პროგრამული უზრუნველყოფის სისტემას. ბენეფიციარებთან კომუნიკაცია წარიმართება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით, სახალხო დამცველის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა საკითხის თაობაზე, მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვით.
წერითი დავალება შეფასდება 5 ქულიანი სისტემით; გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც წერითი დავალების შეფასების შედეგად 5 ქულიდან მიიღებენ, სულ მცირე, 3 ქულას. ამასთან, წერითი დავალებისა და გასაუბრების შედეგების დაჯამება არ ხდება. კონკურსის ეტაპ(ებ)ი შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კანდიდატთა მიერ საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვეში ქულათა სისტემით.

