სტრატეგიული განვითარების, კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ანალიზისა და სტატისტიკის სამმართველოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსი
- ანაზღაურება
- 5 818 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სტრატეგიული განვითარების, კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ანალიზისა და სტატისტიკის სამმართველოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
კატეგორია:
ანალიტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
28.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
5818 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მიმდინარე პროცესების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი ტენდენციების გამოვლენა;
- სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტებისა და სტრატეგიული მიმართულებების გათვალისწინებით ანალიტიკური დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება;
- ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო პრაქტიკისა და ძირითადი ტენდენციების შესწავლა და ანალიზი;
- სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სტატისტიკური ანალიზი;
- სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ციფრული მმართველობის, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და განვითარების მიმართულებების შეფასება;
- სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და ანალიზი;
- სააგენტოს დარგობრივი მიმართულებით კვარტლური და წლიური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა და შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის უზრუნველყოფა;
- ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ინდექსებისა და შეფასებებისათვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და განახლება;
- საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციებისთვის საჭირო სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება სააგენტოს საქმიანობისა და შესაბამისი მიმართულებების გაუმჯობესების მიზნით;
- სააგენტოს საქმიანობის შესახებ სტატისტიკური და ანალიტიკური მასალების მომზადება და მათი პერიოდული განახლება;
- ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების სიზუსტის, სრულყოფილებისა და დროული დამუშავების უზრუნველყოფა;
- სამმართველოს საქმიანობის ფარგლებში სხვა თანამშრომლებთან თანამშრომლობა და შესაბამისი სამუშაოების კოორდინაციაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები:
0322944120
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი სამართლის, სოციალური ან პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით;
- საჯარო სამსახურში/საჯარო სამართლის იურიდიული პირში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ანალიტიკური მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული კანდიდატის სახელი და გვარი, ვაკანტურ პოზიციასთან ერთად, გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც კონკურსის შედეგების შესახებ საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მისი მიზანია კონკურსის შედეგების გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
