საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის, საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების, მესამე რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- ლენტეხი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის, საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების, მესამე რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
საფინანსო/საბიუჯეტო
განცხადების ბოლო ვადა:
04.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ლენტეხი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
-- ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა;
-- ტექნიკური შინაარსის მოხსენებითი ბარათების, სხვადასხვა დოკუმენტების/აქტების პროექტების მომზადება, ზემდგომი თანამდებობის პირებისთვის გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
-- უზრუნველყოფს ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯვის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოება;
-- უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;
-- მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემა;
-- მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
დ) ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N19 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
დაბა ლენტეხი, თამარ მეფის ქ N24, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია
საკონტაქტო ტელეფონები:
599-85-27-23; 599-85-27-50
საკონტაქტო პირი:
ტუღუ აფაქიძე; ირინა ბენდელიანი;
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულო სამუშაო გამოცდილება: საჯარო სამსახურში საფინანსო/საბუღალტრო აღრიცხვის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
1.ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
-- შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კარიერული განვითარების მიზნით.
-- შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს იმ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ მოხელეს, რომელ დაწესებულებაშიც ცხადდება შიდა კონკურსი.
-- შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს .
კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.vacancy.hr.gov.ge მეშვეობით.
აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს:
-- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
-- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა, გაცემული შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი და დასაქმებულია იმ საჯარო დაწესებულებაში, სადაც ცხადდება შიდა კონკურსი;
-- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
- კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კონკურსის მეორე ეტაპის გასაუბრების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია კონკურსანტებს მიეწოდებათ, მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ტელეფონის ან/ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება კომისის წევრთა ხმათა უმრავლესობით; კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
