ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - შესყიდვების განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში
- ანაზღაურება
- 1 920 ₾
- ქალაქი
- საგარეჯო
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - შესყიდვების განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
30.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
1920 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
საგარეჯო
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადება;
- სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება;
- მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულება და შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება;
- მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ - ს დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება;
- „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“ - ს დამტკიების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;
- „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის #35 დადგენილება;
- „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულება“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის #19 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქალაქი საგარეჯო, დავით აღმაშენებლის ქუჩა №9
საკონტაქტო ტელეფონები:
57705943
საკონტაქტო პირი:
მადონა სამუნაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების განხორციელების ან/და საფინანსო მიმართულებით;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით საქართველოს მთავრობის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით;
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა განაცხადის შევსების დროს უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამოტივაციო წერილი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან).
კონკურსის ეტაპებისა და კონკურსთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის ნახვა კანდიდატებს შეუძლიათ იხილონ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე sagarejo.gov.ge.
ინფორმაცია კონკურსის ეტაპების შესახებ, გასაუბრების ადგილის, თარიღის და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებულ ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის გათვალისწინებით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
