იურიდიული სამსახურის, საკრებულოსა და მერიის სამართლებრივი მომსახურების განყოფილების, მესამე რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- ლენტეხი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
იურიდიული სამსახურის, საკრებულოსა და მერიის სამართლებრივი მომსახურების განყოფილების, მესამე რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
04.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ლენტეხი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
-- ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა;
-- ტექნიკური შინაარსის მოხსენებითი ბარათების, სხვადასხვა დოკუმენტების/აქტების პროექტების მომზადება, ზემდგომი თანამდებობის პირებისთვის გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
-- უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტების სამართლებრივ გამართულობა;
-- საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტების საბოლოო რედაქციის შემუშავება;
-- მოქალაქეთა, მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
დ) ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N19 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
დაბა ლენტეხი, თამარ მეფის ქ N24, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია
საკონტაქტო ტელეფონები:
599-85-27-23; 599-85-27-50
საკონტაქტო პირი:
ტუღუ აფაქიძე; ირინა ბენდელიანი;
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულო სამუშაო გამოცდილება: იურიდიულ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
დამატებითი მოთხოვნები
1.ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.vacancy.hr.gov.ge
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან, ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 (ერთი) წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს;
- აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი.
აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს:
-- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
-- სავალდებულო სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ;
-- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
- კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კონკურსის მეორე ეტაპის გასაუბრების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია კონკურსანტებს მიეწოდებათ, მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ტელეფონის ან/ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება კომისის წევრთა ხმათა უმრავლესობით; კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
