ადმინისტრაციული სამსახურის, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების, საქმისწარმოების საკითხებში მეოთხე რანგის, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 600 ₾
- ქალაქი
- ლენტეხი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული სამსახურის, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების, საქმისწარმოების საკითხებში მეოთხე რანგის, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა:
04.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ლენტეხი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
-- ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა;
-- ელექტრონულად დოკუმენტების მიღება, დამუშავება, გაგზავნა და შედგენა;
-- ტექნიკურად სხვადასხვა სახის დოკუმენტების პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში;
-- სტანდარტული, რუტინული დავალებების შესრულება;
-- შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა;
-- მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
დ) ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N19 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
დაბა ლენტეხი, თამარ მეფის ქ N24, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია
საკონტაქტო ტელეფონები:
599-85-27-23; 599-85-27-50
საკონტაქტო პირი:
ტუღუ აფაქიძე; ირინა ბენდელიანი;
დამატებითი მოთხოვნები:
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- კომუნიკაცია მოქალაქეებთან;
- ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.vacancy.hr.gov.ge მეშვეობით.
აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს:
-- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
-- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა, გაცემული შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ - არსებობის შემთხვევაში;
-- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
- კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კონკურსის მეორე ეტაპის გასაუბრების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია კონკურსანტებს მიეწოდებათ, მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ტელეფონის ან/ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება კომისის წევრთა ხმათა უმრავლესობით; კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
