ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სოციალური მუშაკი)
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- შუახევი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სოციალური მუშაკი)
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ორგანიზაციის შესახებ:
მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.
კატეგორია:
ჯანდაცვა/სოციალური საკითხები
განცხადების ბოლო ვადა:
27.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
შუახევი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
ა) ახორციელებს ბავშვის მდგომარეობის შეფასებას და ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკების შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებას;
ბ) შეიმუშავებს ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე;
გ) უზრუნველყოფს ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმით დადგენილი მომსახურებისადმი ბავშვის ხელმისაწვდომობას;
დ) საგანმანათლებლო-აღმზრდელობით, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთანებებთან და სხვა ბავშვის თემებზე მომუშავე
დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში
განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების თაობაზე;
ე) კოორდინაციას უწევს ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციის მე-5 თავით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის
აღსრულების პროცესს ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტებთან თანამშრომლობით;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
ზ) მერის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებსა და კომისიებში მუშაობა.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი − „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ბავშვის უფლებათა კოდექსი;
ე) ,,სოციალური მუშაობის შესახებ'' საქართველოს კანონი;
ვ) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება;
ზ) „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ივლისის №01-30/ნ ბრძანება;
თ) „შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №20 დადგენილება;
ი) „შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №22 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
შუახევი, დაბა შაუხევი თამარ მეფის #30
საკონტაქტო ტელეფონები:
577 92 91 32
საკონტაქტო პირი:
ირაკლი ბოლქვაძე
დამატებითი მოთხოვნები:
ა) სოციალური დაცვის/მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვის, პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ) კვლევის გამოყენების მეთოდების უნარი;
გ) დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
დ) სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
ე) დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
ვ) ხარისხობრივი მონაცემების დამუშავების უნარი;
ზ) განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
თ) პროექტების შეფასებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან რეზერვში ჩარიცხული პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
ა) კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია ატვირთოს:
- განათლებისა/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამატასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით და უნდა იკითხებოდეს გარკვევით.
- კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.
ბ) კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
გ) შეფასების ეტაპი მოიცავს ზეპირ დავალებას და გასაუბრებას, რომლის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია განთავსდება მუნიციპალიტეტის შიდა ვებ-გვერდზე www.shuakhevi.gov.ge და კონკურსანტს გაეგზავნება შეტყობინება მათ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში
