კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის შეღწევადობის ტესტირების სამმართველოს კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სერტიფიკატების ფლობა: eJPT (Junior Penetration Tester); CyberEdu Web Security-ის მიმართულებით: SCSA-ის შეღწევადობის ტესტირების სპეციალიზაცია: TryHackMe-ის პლატფორმაზე გავლილი კიბერუსაფრთხოების პრაქტიკული კურსები
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის შეღწევადობის ტესტირების სამმართველოს კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
კატეგორია:
ინფორმაციული უსაფრთხოება
განცხადების ბოლო ვადა:
28.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- სხვადასხვა ღია კოდის მქონე კიბერუსაფრთხოების პროდუქტების შესწავლა და მათი დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
- ქსელური მონიტორინგის სენსორის მუშაობის მონიტორინგი, შესაძლო ინციდენტების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის რეპორტინგი;
- SIEM სისტემაში მოვლენების მონიტორინგი, საეჭვო აქტივობებისა და შესაძლო ინციდენტების იდენტიფიცირება და რეპორტინგი;
- ვებ-აპლიკაციების უსაფრთხოების სისუსტეების გამოვლენაში მონაწილეობა OWASP მეთოდოლოგიის გამოყენებით;
- ავტომატური სკანირების შედეგად გამოვლენილი სისუსტეების გადამოწმებაში მონაწილეობა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
- მავნე კოდის ანალიზსა და ინფიცირებული მოწყობილობების შესწავლაში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში დახმარება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების პირველადი ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
- გამოვლენილი ინციდენტებისა და სისუსტეების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და მათი აღმოფხვრის პროცესის მონიტორინგში მონაწილეობა;
- ეროვნული კიბერსავარჯიშოებისა და კიბეროლიმპიადისთვის ამოცანებისა და პრაქტიკული დავალებების მომზადებაში მონაწილეობა;
- ინფრასტრუქტურის დიზაინში არსებული უსაფრთხოების სისუსტეების იდენტიფიცირებასა და ანალიზში მონაწილეობა;
- ქსელური მოწყობილობებისა და სერვერული ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის უსაფრთხოების შემოწმებაში მონაწილეობა;
- კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული სიახლეების, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის მოძიება და შესწავლა;
- კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ანგარიშების, ანალიზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები:
0322944120
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- საჯარო სამსახურში/საჯარო სამართლის იურიდიული პირში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- აუცილებელია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სერტიფიკატების ფლობა: eJPT (Junior Penetration Tester); CyberEdu Web Security-ის მიმართულებით: SCSA-ის შეღწევადობის ტესტირების სპეციალიზაცია: TryHackMe-ის პლატფორმაზე გავლილი კიბერუსაფრთხოების პრაქტიკული კურსები;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული კანდიდატის სახელი და გვარი, ვაკანტურ პოზიციასთან ერთად, გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც კონკურსის შედეგების შესახებ საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მისი მიზანია კონკურსის შედეგების გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
