ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სამმართველოს მონიტორინგის ანალიტიკოსი, I ხაზის
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სამმართველოს მონიტორინგის ანალიტიკოსი, I ხაზის
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
კატეგორია:
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა:
28.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- ახორციელებს სააგენტოს მართვაში არსებული ქსელური ნაკადების, აპლიკაციების, მონაცემთა ბაზების, ვირტუალური და ოპერაციული გარემოების, ვებსერვისებისა და ფიზიკური მოწყობილობების მონიტორინგს დადგენილი გრაფიკისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
- აკვირდება მონიტორინგის სისტემებში შემოსულ შეტყობინებებსა და სიგნალებს, ახდენს მათი პირველადი იდენტიფიცირებისა და პრიორიტეტიზაციის პროცესს;
- ავლენს სისტემების შეფერხების, მიუწვდომლობისა და არასტანდარტული ქცევის შემთხვევებს და შესაბამის ინფორმაციას ასახავს ინციდენტების მართვის სისტემაში;
- წინასწარ გაწერილი პროცედურებისა და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ინციდენტებზე პირველადი რეაგირების ღონისძიებებს;
- პირველადი რეაგირების ფარგლებში პრობლემის აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, ინციდენტს დროულად გადასცემს ხელმძღვანელს;
- უზრუნველყოფს ინციდენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად დაფიქსირებას, მათ შორის, გამოვლენის დროს, სიმპტომების, განხორციელებული ქმედებებისა და ესკალაციის მიზეზის მითითებას;
- მონაწილეობს სისტემების ხელმისაწვდომობისა და შეფერხებების შესახებ მონაცემების შეგროვებაში და დადგენილი ფორმით ამზადებს ყოველდღიურ ან პერიოდულ ჩანაწერებს/რეპორტებს;
- კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვას;
- ასრულებს დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებსა და დავალებებს.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები:
0322944120
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების, კიბერუსაფრთხოების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- აუცილებელია კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- საჯარო სამსახურში/საჯარო სამართლის იურიდიული პირში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- Windows/Linux ოპერაციული სისტემების საბაზისო ადმინისტრირების ცოდნა;
- ქსელური ინფრასტრუქტურისა და პროტოკოლების საბაზისო ცოდნა;
- მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ.: Zabbix და სხვა);
- ინციდენტების მართვისა და პრობლემების დიაგნოსტიკის უნარი;
- ვირტუალური გარემოების შესახებ საბაზისო ცოდნა;
- ვებ სერვისებისა და აპლიკაციების მონიტორინგის გამოცდილება;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და რეპორტინგის წარმოების უნარი;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული კანდიდატის სახელი და გვარი, ვაკანტურ პოზიციასთან ერთად, გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც კონკურსის შედეგების შესახებ საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მისი მიზანია კონკურსის შედეგების გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
