კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს კიბერუსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსი
- ანაზღაურება
- 7 272 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 4 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- SANS GIAC GCCC სერტიფიკატის ფლობა
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს კიბერუსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
კატეგორია:
ინფორმაციული უსაფრთხოება
განცხადების ბოლო ვადა:
28.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
7272 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- სხვადასხვა ღია კოდის მქონე კიბერუსაფრთხოების პროდუქტების შესწავლა, შეფასება და მათი იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობა;
- ქსელური მონიტორინგის სენსორისა და SIEM სისტემის მუშაობის მონიტორინგი, ინციდენტების იდენტიფიცირება, ანალიზი და რეპორტინგი;
- ვებ-აპლიკაციების უსაფრთხოების სისუსტეების შემოწმება OWASP მეთოდოლოგიით, მათ შორის, ავტომატური და მანუალური ტესტირების განხორციელება;
- გამოვლენილი უსაფრთხოების სისუსტეების სიღრმისეული ანალიზი და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- მავნე კოდის ანალიზისა და ექსპერტიზის განხორციელება, მათ შორის, ინფიცირებული მოწყობილობების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების ანალიზი, მათი გამომწვევი მიზეზებისა და შესაძლო რისკების შეფასება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე მომზადებული ანგარიშებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
- კიბერსივრცეში არსებული სიახლეების, საფრთხეებისა და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება, შესწავლა და ანალიზი და შესაბამისი მასალების მომზადება;
- ეროვნული კიბერსავარჯიშოებისა და კიბეროლიმპიადისთვის კიბერუსაფრთხოების ამოცანებისა და დავალებების შემუშავება;
- ინფრასტრუქტურის დიზაინში არსებული უსაფრთხოების სისუსტეების იდენტიფიცირება და ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი;
- ქსელური მოწყობილობებისა და სერვერული ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის უსაფრთხოების აუდიტის განხორციელება და შედეგების ანალიზი;
- ჩატარებული აუდიტის, კვლევისა და ანალიზის შედეგების საფუძველზე ანგარიშების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების, მეთოდოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და საქმიანობაში გამოყენების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
- კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი და შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება;
- კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ორგანიზაციებისთვის კონსულტაციების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;
- კიბერუსაფრთხოების თემატიკაზე პრეზენტაციებისა და მოხსენებების მომზადება და წარდგენა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- თავმჯდომარისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
4 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები:
0322944120
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების, კიბერუსაფრთხოების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- საჯარო სამსახურში/საჯარო სამართლის იურიდიული პირში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება.
- აუცილებელია SANS GIAC GCCC სერტიფიკატის ფლობა.
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული კანდიდატის სახელი და გვარი, ვაკანტურ პოზიციასთან ერთად, გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც კონკურსის შედეგების შესახებ საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მისი მიზანია კონკურსის შედეგების გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
