კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ინციდენტების მართვის სამმართველოს კიბერუსაფრთხოების ინჟინერი
- ანაზღაურება
- 6 400 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 4 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- Sans GCIH სერტიფიკატის ფლობა
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ინციდენტების მართვის სამმართველოს კიბერუსაფრთხოების ინჟინერი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
კატეგორია:
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა:
28.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
6400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- სხვადასხვა ღია კოდის მქონე კიბერუსაფრთხოების პროდუქტებისა და ინსტრუმენტების შესწავლა და ჯგუფის წევრების დახმარებით მათი დანერგვა;
- ქსელური მონიტორინგის სენსორების მუშაობის მონიტორინგი, ინციდენტების გამოვლენა, იდენტიფიცირება და რეპორტინგი;
- SIEM სისტემის მუშაობის მონიტორინგი, უსაფრთხოების მოვლენების ანალიზი, ინციდენტების გამოვლენა და რეპორტინგი;
- ვებ-აპლიკაციების უსაფრთხოების სისუსტეების შემოწმება OWASP მეთოდოლოგიით, მათ შორის ავტომატური და მანუალური ტესტირების განხორციელება;
- ავტომატური სკანერებით გამოვლენილი სისუსტეების გადამოწმება, ახალი სისუსტეების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრისთვის რეკომენდაციების მომზადება;
- მავნე კოდის ანალიზი და ინფიცირებული მოწყობილობების შემოწმება, საფრთხეების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების ანალიზი, მათი მიზეზებისა და შედეგების შეფასება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- ინციდენტებზე რეაგირების ღონისძიებების შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი შესრულების კოორდინაციაში მონაწილეობა;
- ინფრასტრუქტურის დიზაინში არსებული უსაფრთხოების სისუსტეების იდენტიფიცირება, რეკომენდაციების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი;
- ქსელური მოწყობილობებისა და სერვერული ინფრასტრუქტურის კონფიგურაციების უსაფრთხოების აუდიტის განხორციელება;
- კიბერსივრცეში არსებული სიახლეებისა და პრაქტიკის მოძიება, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება დადგენილი წესით;
- ეროვნული კიბერსავარჯიშოებისა და კიბეროლიმპიადებისთვის ამოცანებისა და დავალებების მომზადებაში მონაწილეობა;
- კიბერუსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენის, ანალიზისა და მათზე რეაგირების პროცესში მონაწილეობა;
- კიბერუსაფრთხოების სისტემებისა და ტექნიკური საშუალებების მუშაობის მონიტორინგი და გამოვლენილი პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიების, ინსტრუმენტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და გაუმჯობესების შესაძლებლობების განსაზღვრაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის, მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
- სამსახურებრივი ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა;
- თავმჯდომარის, დეპარტამენტის უფროსისა და უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
- მოქმედი კანონმდებლობითა და შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
4 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები:
0322944120
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების, კიბერუსაფრთხოების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- საჯარო სამსახურში/საჯარო სამართლის იურიდიული პირში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება.
- აუცილებელია Sans GCIH სერტიფიკატის ფლობა.
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული კანდიდატის სახელი და გვარი, ვაკანტურ პოზიციასთან ერთად, გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც კონკურსის შედეგების შესახებ საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მისი მიზანია კონკურსის შედეგების გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
