სტრატეგიული განვითარების, კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამმართველოს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სტრატეგიული განვითარების, კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამმართველოს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
კატეგორია:
საერთაშორისო ურთიერთობები
განცხადების ბოლო ვადა:
28.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის უცხოურ უწყებებთან სამუშაო კომუნიკაციის წარმართვა და საჭირო ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა;
- სააგენტოს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით შეხვედრების, ვიზიტების, სამუშაო სესიებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
- საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების საკონტაქტო მონაცემების, თანამშრომლობის ისტორიისა და მიმდინარე საკითხების სისტემატიზება და განახლება;
- საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში შემოსული წერილების, მოთხოვნებისა და დოკუმენტების დამუშავება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და პასუხების მომზადების კოორდინაცია;
- საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი სააგენტოს საჭიროებებთან შესაბამისობის პირველადი შეფასება და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
- საპროექტო იდეების, კონცეფციების, განაცხადებისა და პარტნიორებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- საერთაშორისო პროექტების განხორციელების ეტაპებზე დაგეგმილი ღონისძიებებისა და ვადების შესრულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და პროექტის ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
- პროექტებთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტაციის, კალენდრების, შეხვედრების ოქმებისა და შესრულების მასალების წარმოება და მოწესრიგება;
- საერთაშორისო შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის ბრიფინგების, დღის წესრიგის, პრეზენტაციებისა და სხვა დამხმარე მასალების მომზადება;
- საქართველოსა და სააგენტოს საქმიანობის შესახებ უცხოელი პარტნიორებისთვის გასავრცელებელი ინფორმაციის, ცნობებისა და მოკლე ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
- საერთაშორისო ანგარიშების, შეფასებებისა და რეკომენდაციების გაცნობა, მათში ასახული საკითხების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამოწმება და შემდგომი რეაგირების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
- შესრულებული სამუშაოს, საერთაშორისო კონტაქტების, მიმდინარე პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებ სამმართველოს უფროსისთვის პერიოდული და მოთხოვნისამებრ ანგარიშების წარდგენა.
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები:
0322944120
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი სოციალური, სამართალმცოდნეობის ან პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით;
- მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- საჯარო სამსახურში/საჯარო სამართლის იურიდიული პირში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება,
- ინგლისური ენის ცოდნა - B2, დამატებით უნდა ფლობდეს 2 უცხო ენას;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული კანდიდატის სახელი და გვარი, ვაკანტურ პოზიციასთან ერთად, გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც კონკურსის შედეგების შესახებ საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მისი მიზანია კონკურსის შედეგების გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

