ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ადამიანური რესურსების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 3 360 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ადამიანური რესურსების მენეჯერი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
კატეგორია:
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
28.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3360 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- ადამიანური რესურსების მართვის შიდა პროცედურების პრაქტიკაში განხორციელება და მათი პერიოდული გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება.
- ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატთა მოძიების, განაცხადების დამუშავებისა და შერჩევის ეტაპების ადმინისტრირება.
- კონკურსანტებთან კომუნიკაცია, გასაუბრებების დაგეგმვა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა.
- ახალი თანამშრომლების სამსახურში მიღების, სამუშაო გარემოსთან გაცნობისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება.
- თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და შეფასების პროცედურების განხორციელების მხარდაჭერა.
- პერსონალის პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოვლენა და ტრენინგებსა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში თანამშრომელთა ჩართულობის კოორდინაცია.
- თანამშრომელთა მოტივაციისა და კარიერული განვითარების პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა და შესაბამისი შედეგების მონიტორინგი.
- საკადრო ბრძანებების, შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, აგრეთვე სხვა პერსონალური დოკუმენტების პროექტების მომზადება.
- საშტატო ერთეულების, პირადი საქმეებისა და დასაქმებულთა შესახებ მონაცემების განახლება და სათანადო წესით წარმოება.
- თანამშრომელთა სამუშაო სტაჟის, ნამსახურობისა და დასაქმების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი ცნობების მომზადება.
- სამსახურებრივი მოწმობების, დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხებისა და სხვა თანამშრომელთა სერვისების ადმინისტრირება.
- დასაქმებულთა კონსულტირება ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე, სამსახურიდან გათავისუფლების პროცესის კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.ა.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“.
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №590 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები:
0322944120
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან იურიდიული მიმართულებით;
- საჯარო სამსახურში/საჯარო სამართლის იურიდიული პირში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
- HR სისტემების თანამედროვე მეთოდებისა და პრინციპების ცოდნა;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული კანდიდატის სახელი და გვარი, ვაკანტურ პოზიციასთან ერთად, გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც კონკურსის შედეგების შესახებ საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მისი მიზანია კონკურსის შედეგების გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
