შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ორგანიზაციის შესახებ:
სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (შემდგომში − ოკუპირებული ტერიტორიები) მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა, შესაბამის განმახორციელებელ დარგობრივ სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით;
- საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა, შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი, პოლიტიკის განმახორციელებელ დარგობრივ სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და მათი ოჯახებისთვის გადაცემის სახელმწიფო პროგრამის წარმართვა და განხორციელების კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
კატეგორია:
პოლიტიკა/ანალიტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
29.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების ხელშეწყობა პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
- სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების ხელშეწყობა;
- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექტების ადმინისტრირების ხელშეწყობა;
- მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;
- შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტების, თემატური ანგარიშების, გამოსვლის ტექსტების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული დოკუმენტების ანალიზი;
- სამშვიდობო პროცესში ქალების, ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და სხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა;
- სამუშაო დონეზე, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის შეხვედრებში მონაწილეობა და ანგარიშგება;
- უწყებათაშორისი საკოორდინაციო საქმიანობის შინაარსობრივი, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა; თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ჩართულობა;
- კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი;
- მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული ცალკეული დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”;
- სახელმწიფო სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა;
- საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“;
- „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, პ.ინგოროყვას ქუჩა N7
საკონტაქტო ტელეფონები:
0322 92 16 50; 575777257
საკონტაქტო პირი:
ანა კოპაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით; (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
- სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების ან/და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე არანაკლებ 3 წელი;
- დოკუმენტაციის შედგენისა და აკადემიური წერის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
- შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისათვის წაყენებულ საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
- კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამოტივაციო წერილი.
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა). დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.
- შიდა კონკურსი ტარდება 2 ეტაპად:
ა) I ეტაპი გულისხმობს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) II ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას გასაუბრებისა და ზეპირი დავალების საფუძველზე. გასაუბრების პროცესში კანდიდატს მიეცემა თემატური ზეპირი დავალება.
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ის, ასევე თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
