ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს ბუღალტერი
- ანაზღაურება
- 3 360 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 4 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს ბუღალტერი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
კატეგორია:
ბუღალტერია
განცხადების ბოლო ვადა:
28.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3360 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების მიღება, შემოწმება, დახარისხება და შესაბამისი სააღრიცხვო მონაცემების მომზადება.
- სამეურნეო ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამა „ORIS 7“-ში და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების განხორციელება.
- სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში ვალდებულებების, საგადახდო მოთხოვნების, ინვოისებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების რეგისტრაცია.
- დამტკიცებული დოკუმენტაციის საფუძველზე გადარიცხვებთან, ხარჯებთან, მივლინებებთან, ხელფასებთან და სხვა ოპერაციებთან დაკავშირებული მასალების დამუშავება.
- წინასწარ განხორციელებული გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტების მიღება, შემოწმება და შესაბამისი აღრიცხვის უზრუნველყოფა.
- იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორების, მათ შორის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ მონაცემების განახლება და აღრიცხვა.
- დაფინანსების წყაროებისა და მომწოდებლების მიხედვით შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვა.
- ძირითადი საშუალებების, მატერიალური ფასეულობების, მარაგებისა და მცირეფასიანი ინვენტარის მოძრაობის დოკუმენტურად ასახვა.
- მიღება-ჩაბარების, ჩამოწერის, გადაადგილებისა და სხვა შესაბამისი აქტების მომზადებასა და აღრიცხვაში მონაწილეობა.
- თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან, მივლინებებსა და სხვა გასაცემლებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება.
- გაწეული მომსახურების შესაბამისად ანგარიშ-ფაქტურებისა და სხვა საგადასახადო დოკუმენტების მომზადება და ადრესატებისთვის გადაგზავნა.
- საბუღალტრო რეგისტრებისა და დოკუმენტაციის მოწესრიგება, საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება.
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
4 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
- საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ;
- „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება;
- „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 05 მაისის №108 ბრძანება;
- „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანება;
- „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება;
- დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 05 დეკემბრის №220 ბრძანება;
- ,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანება;
- ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020წლის 15 იანვრის №17 ბრძანება;
- ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება;
- ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები:
0322944120
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციაში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული კანდიდატის სახელი და გვარი, ვაკანტურ პოზიციასთან ერთად, გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც კონკურსის შედეგების შესახებ საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მისი მიზანია კონკურსის შედეგების გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
