საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის დეპარტამენტის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის სამმართველოს შტატგარეშე თანამშრომელი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
- ანაზღაურება
- 1 997 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ატვირთვა
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის დეპარტამენტის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის სამმართველოს შტატგარეშე თანამშრომელი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი)
კატეგორია:
სტატისტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
25.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
1997 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის წარმოება, საქონლით საგარეო ვაჭრობის მონაცემთა ბაზების მონიტორინგი და კორექტირება;
- საგარეო ვაჭრობის მონაცემთა ბაზისათვის კლასიფიკატორების დამუშავება, უწყების ვებ გვერდზე განსათავსებელი მასალის მომზადება;
- სტატისტიკურ ინფორმაციაზე მოთხოვნების განხილვა და მათზე შესაბამის რეაგირება;
- ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა:
- ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 სექტემბრის N375 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულება“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N30
საკონტაქტო ტელეფონები:
0322367210 (104)
საკონტაქტო პირი:
შორენა კობიაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მათემატიკის და სტატისტიკის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების, ბიზნესი და ადმინისტრირების მიმართულებით (სასურველია უმაღლესი განათლება სტატისტიკის, მათემატიკის ან ეკონომიკის სპეციალობით);
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პროფესიული უნარები
- საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის წარმოების საერთაშორისო მეთოდოლოგიების ცოდნა;
- საერთაშორისო კლასიფიკატორებთან მუშაობის უნარი.
პერსონალური უნარები
- ორგანიზაციის მისიის, საჯარო სამსახურის ეთიკისა და საზოგადოებრივი სარგებლის გაგების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვების უნარი;
- მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება/ანალიზის უნარი;
- კვლევის მეთოდების გამოყენების უნარი;
- ხარისხობრივი მონაცემების დამუშავების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგებზე ორიენტაციის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ატვირთვა.
აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ მიიჩნევს, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
კანდიდატის გასაუბრებაზე დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კონკურსის შედეგების შესაბამისად, გადაწყვეტილებას მიიღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
