ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის, ოპერატიული რეაგირების და მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი - მაშველი
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- სამუშაო გრაფიკი
- სამ დღეში ერთხელ 24 საათი ან 2 დღე მუშობა, შემდეგი 2 დღე დასვენება. (დილის 10 საათიდან-საღამოს 10 საათამდე)
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის, ოპერატიული რეაგირების და მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი - მაშველი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
კატეგორია:
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა:
01.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- ცვლის მიღებისას, გადასაბარებელი აღჭურვილობის კომპლექტაციის, გამართულობის და ზოგადი მდგომარეობის შემოწმება;
- შესაბამისი თანამდებობის პირისათვის დადგენილი ფორმით ე.წ. „საბრძოლო გათვლის“ მიწოდება;
- რეაგირებაზე გასვლა საინფორმაციო ცენტრის ორიენტირების საფუძველზე ან უშუალო თუ ზემდგომი უფროსის სიტყვიერი დავალებით;
- რეაგირების აქტისა და სხვა დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება;
- რეაგირებისთვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის მოპოვება;
- გამოძახების ადგილზე ვითარების შეფასების გზით რეაგირების მიზანშეწონილობის შესახებ სწორი გადაწყვეტილების მიღება;
- გამოძახების ადგილის, ასევე სწორი რეაგირებისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებათა ფოტო და ვიდეოფიქსაცია;
- გამოძახების ადგილზე ინიციატორისა და სხვა დაინტერესებული მოქალაქეებისაგან განცხადების მიღება;
- დადგენილი წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცხოველთა დაჭერა ჰუმანური მეთოდებით;
- არსებული რესურსების და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სამაშველო ღონისძიების ჩატარება განსაცდელში ან ტყვეობაში მყოფი ცხოველების გადასარჩენად;
- დაჭერილი (გადაცემული, ჩაბარებული) ცხოველების გადაყვანა სპეციალური ტრანსპორტით ცხოველთა თავშესაფარში, ცხოველის მიმკედლებელთან, ბინადრობის
პირვანდელ ან სხვა, მიზანშეწონილ არეალში, ვეტერინარულ დაწესებულებაში, ცხოველთა გამოფენებზე, მათი გაჩუქების აქციებზე და სხვა სოციალურ
ღონისძიებებზე, ცხოველების სამარხში ან კრემატორიუმში;
- ქვეწარმავლების დაჭერა და მოსახლეობის დაცვა პოტენციური საფრთხეებისგან;
- რეაგირების დავალების მიმდინარეობისა და შესრულების შედეგების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება ოპერატიული სამორიგეოსთვის.
- ცვლის გადაბარების პროცესში შესაბამისი ხელმძღვანელისთვის დოკუმენტების და მიღებული ფოტო (ვიდეო) მასალის წარდგენა;
- ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
სრული ზოგადი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“.
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“.
- საქართველოს კანონი" საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილება: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-93 დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 თებერვლის N9-11 დადგენილება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დამტკიცების შესახებ.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-141 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ“.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის №42-56 დადგენილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი. დავით გურამიშვილის ჩიხი 5.
საკონტაქტო ტელეფონები:
577545498; 577031513;
დამატებითი მოთხოვნები:
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- კონფიდენციალურობა, დისციპლინა და პუნქტუალურობა.
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი ორგანიზაციული კულტურა;
- კონფლიქტების მართვის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- დისციპლინა და საიმედოობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით www.vacancy.hr.gov.ge მეშვეობით.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელმაც დააკმაყოფილა კონკრეტული თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
- კონკურსის თითოეული ეტაპის თარიღის, დროის და ადგილის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული
ფოსტის საშუალებით.
სამუშაო გრაფიკი - სამ დღეში ერთხელ 24 საათი ან 2 დღე მუშობა, შემდეგი 2 დღე დასვენება. (დილის 10 საათიდან-საღამოს 10 საათამდე)
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
