ინსპექტირების, კონტროლისა და საკონსულტაციო-ანალიტიკური საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირებისა და კონტროლის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ინსპექტირების, კონტროლისა და საკონსულტაციო-ანალიტიკური საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირებისა და კონტროლის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო
კატეგორია:
მონიტორინგი
განცხადების ბოლო ვადა:
29.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემდგომი საქმიანობის ადმინისტრირებას, მათ შორის ინსპექტირებასა და კონტროლს;
ბ) მონიტორინგს უწევს, აფასებს და აანალიზებს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესრულების პროცესს;
გ) მონიტორინგს უწევს და აანალიზებს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას და შესაბამის ანალიზს წარუდგენს სამმართველოს უფროსს;
დ) აწარმოებს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულებების, მათ შორის, შესრულებული, არაჯეროვნად შესრულებული და შეუსრულებელი ხელშეკრულებების სტატისტიკურ მონაცემებს, აანალიზებს პოზიტიურ და ნეგატიურ გამოცდილებას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელთან, კურატორი ხელმძღვანელის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;
ზ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №236 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ვლადიმერ უგრეხელიძის ქ#6
საკონტაქტო ტელეფონები:
5513639369
საკონტაქტო პირი:
ირმა გელაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
- მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება რომელიმე შემდეგ სფეროში: შესყიდვები, იურიდიული, ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, ლოგისტიკა, ანალიტიკა;
- ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
- საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
- ინსპექტირების, კონტროლისა და საკონსულტაციო-ანალიტიკური საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირებისა და კონტროლის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
•უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
•შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი), აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობ(ებ)ისთვის დადგენილ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას (უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული ცნობა - საქმიანობის, თანამდებობისა და დანიშვნა/გათავისუფლების პერიოდის (თარიღების) მითითებით).
•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
- კანდიდატები ფასდებიან გასაუბრებით, კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით;
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,
დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
