მარკეტინგის დეპარტამენტის სპეციალისტი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
მოვალეობები:
- მარკეტინგული კამპანიების, აქციებისა და სეზონური შეთავაზებების დაგეგმვა და განხორციელება;
- ვიზუალური და სააქციო მასალების მომზადება როგორც სოციალური მედიისთვის, ისე ბეჭდური მიმართულებით (ბანერები, ფლაერები, ეტიკეტები, პოსტები, ვიდეო კონტენტი) - ტექნიკური დავალებების (Brief) შედგენა და დიზაინერებთან/პროდაქშენთან კოორდინაცია;
- სოციალური ქსელების მართვა - კონტენტის მომზადება, კონტენტ-გეგმის შესრულება და მომხმარებელთა კომენტარებსა და შეტყობინებებზე (Facebook და სხვა არხები) დროული, გამართული პასუხების გაცემა;
- სარეკლამო კომპანიებთან, სტამბებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა, შეკვეთების კოორდინაცია და შესრულების ვადების/ხარისხის კონტროლი;
- ფილიალებში ვიზუალური ნაწილის სრული კონტროლი - სააქციო და სარეკლამო მასალების სწორად განთავსება და ვიზუალური სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
- მომხმარებელთა კმაყოფილების დონის განსაზღვრა, უკუკავშირის ანალიზი და სერვისის/კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
- მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის შეფასება და პერიოდული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, PR-ის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- მარკეტინგის სპეციალისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია რითეილ, FMCG ან სწრაფი კვების სფეროში);
- საოფისე პროგრამების (MS Excel, PowerPoint, Word) თავისუფალი ფლობა;
- გრაფიკული და ვიდეო რედაქტორების (Canva, Figma, Adobe Photoshop/Illustrator/Premiere) საბაზისო ან სამომხმარებლო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სოციალური მედიის მართვის ინსტრუმენტებისა და ძირითადი მეტრიკების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (გამართული წერა და მეტყველება);
- ინგლისური და/ან რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა (ფასები, თარიღები, ტექსტური და ვიზუალური სიზუსტე);
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი (როგორც მომხმარებლებთან, ისე ფილიალების გუნდთან და გარე კონტრაქტორებთან);
- დროის მართვისა და პარალელურად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი დინამიკურ გარემოში;
- პროაქტიულობა, ყურადღებიანობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
კანდიდატი რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს - არ განიხილება
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995577349838
გისურვებთ წარმატებებს!
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: +995 32 2 907 907
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული, ინგლისური, რუსული



