ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის ტურიზმის სტატისტიკის სამმართველოს სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 240 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ატვირთვა
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის ტურიზმის სტატისტიკის სამმართველოს სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი)
კატეგორია:
სტატისტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
25.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2240 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- ტურიზმის (ადგილობრივი ტურიზმის და უცხოელ ვიზიტორთა) და სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების სტატისტიკური გამოკვლევების საველე პერსონალის ტრეინინგისათვის მასალების მომზადება და ტრეინინგი;
- ტურიზმის და სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების სტატისტიკური გამოკვლევების მონაცემთა ბაზის გაწმენდა, დამუშავება და ანალიზი;
- ტურიზმის და სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების სტატისტიკური გამოკვლევებიდან მიღებული მაჩვენებლების გაანგარიშება;
- ტურიზმის და სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების სტატისტიკური გამოკვლევების ფარგლებში სხვა მიმდინარე საქმიანობის განხორციელება;
- სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკურ ინფორმაციაზე მოთხოვნების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
- ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა:
- ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 სექტემბრის N375 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულება“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ცოტნე დადიანის ქ. N30
საკონტაქტო ტელეფონები:
2 367210 (104); 2 367210 (138)
საკონტაქტო პირი:
შორენა კობიაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მათემატიკის და სტატისტიკის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების, ბიზნესი და ადმინისტრირების მიმართულებით (სასურველია უმაღლესი განათლება სტატისტიკის, მათემატიკის ან ეკონომიკის სპეციალობით);
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პროფესიული უნარები
- ტურიზმის გამოკვლევებიდან მიღებული სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცოდნა;
- შერჩევითი სტატისტიკური გამოკვლევის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზების გაწმენდის (მონაცემთა ლოგიკური კონტროლების შექმნა, საეჭვო მონაცემების აღმოჩენა), დამუშავების (იმპუტაციები და სხვა) და ანალიზის განხორციელების გამოცდილება.
პერსონალური უნარები
- ორგანიზაციის მისიის, საჯარო სამსახურის ეთიკისა და საზოგადოებრივი სარგებლის გაგების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვების უნარი;
- მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება/ანალიზის უნარი;
- კვლევის მეთოდების გამოყენების უნარი;
- ხარისხობრივი მონაცემების დამუშავების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგებზე ორიენტაციის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ატვირთვა.
აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობის დაწყება და რატომ მიიჩნევს, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
კანდიდატის გასაუბრებაზე დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
