სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს II კატეგორიის წამყვანი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს II კატეგორიის წამყვანი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სააგენტოს სახით 2008 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა.
სააგენტოსთვის პრიორიტეტია ვაკანტურ თანამდებობებზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული კანდიდატების მოზიდვა და მათი დასაქმება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს სააგენტოზე შეაჩერეთ არჩევანი. მალე აღმოაჩენთ, რომ ეს ძალიან საინტერესო და ძლიერი ორგანიზაციაა კარიერის დასაწყებად თუ გასაგრძელებლად, მრავალფეროვანი შესაძლებლობებითა და ნიჭიერი, თავდადებული თანამშრომლებით.
კატეგორია:
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა:
26.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
•სააგენტოს განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და სააგენტოს პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
•საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიცირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დარგობრივი დეპარტამენტებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, კონსოლიდირება;
•სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა-სისტემატიზაცია, მათი დამუშავება, განხილვა და შესრულების უზრუნველყოფა;
•საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოვალეობების განხორციელება;
•სააგენტოს ხელმძღვანელობის და სამმართველოს უფროსის დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი;
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულება;
- საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150
საკონტაქტო ტელეფონები:
591936009
საკონტაქტო პირი:
ლელა კერძევაძე
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
განათლების სფერო: პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, სამართალი და/ან გარემო.
სასურველია:
-პროფესიული განათლების დონე: მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
-საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (eDocument) მუშაობის გამოცდილება;
-რუსული ენის ცოდნა - B1 დონეზე;
-სტრატეგიულ და პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება.
კომპეტენციები და უნარები:
•მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•დეტალებზე კონცენტრაციის უნარი;
•ორგანიზებულობა;
•დროის მართვა და განაწილება;
•გუნდური მუშაობის უნარი;
•კომუნიკაბელურობა;
•სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა - საქმიანობის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით, არსებობის შემთხვევაში, შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით);
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე, უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა (დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება);
•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
- კანდიდატები ფასდებიან კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით;
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https:/nea.gov.ge/;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
