შიდა აუდიტის სამსახურის სტაჟიორი
- ანაზღაურება
- 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
შიდა აუდიტის სამსახურის სტაჟიორი
კონკურსის ტიპი:
სტაჟირება
ორგანიზაცია:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, მართავს ქვეყნის უმსხვილეს საგზაო პროექტებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე. ორგანიზაციის მიზანია საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებთან ინტეგრაცია და მგზავრთა საჭიროებების ეფექტური დაკმაყოფილება. უწყების ძირითადი ამოცანებია:
- საგზაო უსაფრთხოების ხარისხის მუდმივი ამაღლება;
- მგზავრობის დროის შემცირება და სატრანზიტო ნაკადის გაზრდა;
- საგზაო ინფრასტრუქტურისა და მისი ადმინისტრირების პროცესების რაციონალური მართვა/გაუმჯობესება.
დასახული მიზნების მისაღწევად დეპარტამენტი მუდმივად ორიენტირებულია, შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო და თანასწორი სამუშაო პირობები, სადაც გამორიცხულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია თუ დაუმსახურებელი უპირატესობის მინიჭება. ამასთან, ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს ქალთა და მამაკაცთა თანასწორ წარმომადგენლობას უწყებაში.
კატეგორია:
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
28.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა;
- მენტორის ხელმძღვანელობით, სსდ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
- კომპეტენციის ფარგლებში, მენტორის, ხელმძღვანელის დავალებით, სხვადასხვა სახის უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა:
სამართლებრივი აქტები:
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის დადგენილება №200 „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2026 წლის 2 ოქტომბრის N15 ბრძანება ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ.“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, N12
საკონტაქტო ტელეფონები:
577622227
დამატებითი მოთხოვნები:
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- იცის სახელმწიფო ენა;
- არის უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური;
- კანდიდატის პროფესია/განათლება უნდა შეესაბამებოდეს ჩამოთვლილიდან რომელიმე ერთ-ერთ სფეროს:
საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესი და ადმინისტრირება, კერძოდ, აღრიცხვა და დაბეგვრა ან ფინანსების და საბანკო საქმე ან მენეჯმენტი და ადმინისტრირება, არქიტექტურა და მშენებლობა ან მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი.
პიროვნული მახასიათებლები:
- სწრაფად ადაპტირების უნარი;
- სიახლეების მარტივად ათვისების უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- თვითორგანიზების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურებადი სტაჟირება ვადა შეადგენს 3 თვეს;
სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორს, მოთხოვნის შემთხვევაში, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით, განესაზღვრება სტაჟირების სპეციალური გრაფიკი.
სტაჟირების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უმაღლესი განათლების ან სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამოტივაციო წერილი, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს სტაჟირება სსდ - საავტომობილო გზების დეპარტამენტში და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს სტაჟიორის შერჩევის მიზნებით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოიძიების/გადამოწმების თაობაზე (რომლის დადასტურებასაც კანდიდატი ახდენს განაცხადის გაკეთების ეტაპზე).
უცხოენოვანი დიპლომის, დოკუმენტაციის შემთხვევაში, აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს/ატვირთოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) თუ სტაჟირების მსურველი პირის მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
