შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 040 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ ადმინისტრირებას უწევს სახელმწიფო სოციალურ პროგრამებს და სახელმწიფო გასაცემლებს, რომლის მიზანია მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი, მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერა, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის ამაღლება, სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოში სააგენტოს ტერიტორიული სერვისცენტრები 70 მისამართზეა განთავსებული, რომლებიც, ყოველთვიურად, შესაბამის მომსახურებას უწევენ ქვეყნაში მცხოვრებ დაახლოებით 1,7 მილიონ მოქალაქეს.
კატეგორია:
შიდა აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
03.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
3040 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- სამსახურის დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
- სამსახურის მუშაობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და სამსახურის საქმიანობის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა/ხელშეწყობა;
- სააგენტოს ამოცანების სრულყოფილად შესრულების და რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებისკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა და უშუალო ხელმძღვანელისათვის სათანადო წინადადებების წარდგენა;
- საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;
- სააგენტოს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, ადგენს დასკვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარდუგენს სააგენტოს დირექტორს;
- შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
- სააგენტოს ფუნქციების რეალიზაციისას წამოჭრილი სადავო საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
- კომპეტენციის ფარგლებში და ხელმძღვანელობის დავალებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სასამხურში შემოსული განცხადებების/წერილების ანალიზი, შეფასება და სათანადო გადაწყვეტილებების/წერილის პროექტის მომზადება. საქმიანობის შესაბამისად სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/მომზადება ან/და მის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ანალიზი და შესაბამისი დასკვნების შედგენა.
- სამსახურებერივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით რისკების შეფასება და პრიორიტეტების დაგეგვმვა, მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების პროექტების მომზადება/ხელმოწერა. დავალების შესრულების პროცესში ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა და კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება. სამაახურის საქმიანობის კანონშესაბამისად წარმართვის ხელშეწყობა;
- სამსახურეობრივ საკითხებთან დაკავშირებით ინიციატივების შემუშავება და წინადადებების მომზადება;
- სამსახურის სამუშაო გეგმების მომზადება/მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- სააგენტოს თანამშრომელთა კონსულტაცია შიდა აუდიტის საქმიანობის შინაარსსა და ამოცანებთან დაკავშირებით. იდენტიფიცირებადი რისკების ანალიზი და პრცევენციის მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება;
- სააგენტოს კომისიებში, სამუშაო ჯგუფებში და საბჭოებში მონაწილეობის მიღება;
- სამსახურის ფუნქციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ხელმძღვანელთათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება/წარდგენა;
- უზრუნველყოფს სამსახურში კარგი სამუშაო ატმოსფეროს შექმნას/შენარჩუნებას და სამსახურში დასაქმებულ პირებს უზიარებს მის პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას;
- უზრუნველყოფს აუდიტის განხორციელებას, შესაბამისი მიმართულებების განსაზღვრისა და აუდიტის ანგარიშის შემუშავების საშუალებით, მოქმედი კანონმდებლობითა და მეთოდოლოგიური/აუდიტის სტანდარტების დაცვით;
- მონაწილეობს/ამზადებს აუდიტის წლიური გეგმას და წარუდგენს სათანადო პირს;
- აუდიტის პერიოდში უზრუნველყოფს აუდიტის ობიექტებთან კომუნიკაციას;
- უზურნველყოფს აუდიტის განხორციელებისას საკმარისი, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების პროცესს და აფასებს მოპოვებული მტკიცებულებების საიმედოობას;
- ამზადებს საბოლოო ანგარიშს ან/და შესაბამის პრეზენტაციას;
- უზრუნველყოფს/მონაწილეობს საქმიანობის მარეგულირებელი შიდა ორგანიზაციული დებულებების, წესებისა და ინსტრუქციების შემუშავებას/დახვეწას;
- იცავს ინფორმაციის კონფიდენციალურობას შიდა და გარე დონეზე, საქმიანობს ეთიკის კოდექსის შესაბამისად;
- მონაწილეობს სამსახურის სამუშაო შეხვედრებში;
- უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს შინაგაწესით და მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელებას. მათ შორის, უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულებას;
- გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება, მათ შორის უშუალო ხელმძღვანელის დავალებისა და სააგენტოში მოქმედი აქტებით განსაზღვრული წესით.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის N592 დადგენილება;
- „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება;
- „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
- „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
- „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ივ. ჯავახიშვილის 51
საკონტაქტო ტელეფონები:
591 916272
საკონტაქტო პირი:
ნატალია ხმალაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- პროფესია - ეკონომისტი ან/და სამართალმცოდნე ან/და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი.
სამუშაო გამოცდილება:
- სამართალმცოდნეს შემთხვევაში:(სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სფეროში) ან/და აუდიტის დარგში მუშაობის 2 წლის გამოცდილება.
კომპეტენციები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი/ცნობა) და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო წესით გაცემული დოკუმენტის ატვირთვა. წარმოდგენილი დუკუმენტები უნდა იყოს წაკითხვადი და ქართულ ენაზე. ხოლო, უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნეს ასევე, სათანადო წესით (ნოტარიუსის მიერ გაცემული) დამოწმებული თარგმანი. წარმოდგენილ პირობასთან დოკუმენტის შეუსაბამობა, მიიჩნევა დოკუმენტის წარმოუდგენლობად.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
