შიდა კონტროლის სამსახურის შიდა კონტროლის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 360 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 4 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- შიდა კონტროლის, მონიტორინგის ან უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
შიდა კონტროლის სამსახურის შიდა კონტროლის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; ფიზიკური და იურიდიული პირების მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით უზრუნველყოფა; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
კატეგორია:
შიდა კონტროლი
განცხადების ბოლო ვადა:
28.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3360 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- ფიზიკური უსაფრთხოების პროცედურების შემუშავებაში, დანერგვაში და მათი განხორციელების პროცესში მონაწილეობა.
- სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის დაცვის ორგანიზებაში მონაწილეობა და დღის განმავლობაში ფიზიკური უსაფრთხოების მდგომარეობის მონიტორინგი.
- სააგენტოს თანამშრომელთა და ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება.
- კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სახელმწიფო და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან, მათ შორის, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო-სამაშველო სამსახურთან, კომუნიკაციისა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა.
- საგანგებო სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში, პასუხისმგებელ პირთან კოორდინაციით, თანამშრომელთა უსაფრთხო ევაკუაციის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დახმარების გაწევა.
- შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის მოთხოვნების შესრულების კონტროლი.
- თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი პრევენციის ღონისძიებების განხორციელება.
- შესაძლო ან გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
- სააგენტოს ქონებისა და თანამშრომელთა ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა.
- სააგენტოს სარგებლობაში არსებულ შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის კონტროლის განხორციელება.
- სააგენტოს ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა.
- დეპარტამენტის უფროსისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ პერიოდული ან მოთხოვნის შესაბამისად ანგარიშისა და ინფორმაციის წარდგენა.
- დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
4 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები:
0322944120
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია შიდა კონტროლის, მონიტორინგის ან უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია საჯარო სამსახურში მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული კანდიდატის სახელი და გვარი, ვაკანტურ პოზიციასთან ერთად, გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც კონკურსის შედეგების შესახებ საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მისი მიზანია კონკურსის შედეგების გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

