ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში
- მისამართი
- თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"
სრული აღწერა
ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია "Kudos Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტის დეპარტამენტში
მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
Kudos Georgia წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის Kudos International Network-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 55-ზე ქვეყანაში.
კომპანია რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის აუდიტორული ფირმების რეესტრში და მინიჭებული აქვს სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება.
პოზიცია: სტაჟიორი ფინანსური აუდიტის მიმართულებით
ფუნქცია-მოვალეობები:
- აუდიტის პროცესთან დაკავშირებული სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
- აუდიტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
- აუდიტის პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
- სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა და სატრენინგო მასალის სრულყოფილად შესწავლა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით
- Excel-ის საბაზისო ცოდნა
ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"
სამუშაო განაკვეთი: სრული
- სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 5 თვეს;
- სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 5 კანდიდატის შერჩევა;
- სტაჟირების პროგრამა დაიწყება 2027 წლის 11 იანვარს;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2026 წლის 24 დეკემბრამდე წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "ქუდოს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


