მშენებლობის ნებართვების განყოფილების სპეციალისტი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- ფოთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
მშენებლობის ნებართვების განყოფილების სპეციალისტი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
კატეგორია:
არქიტექტურა
განცხადების ბოლო ვადა:
01.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ფოთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ბ) „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილებისა და „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში IL კლასის შენობა-ნაგებობისშესაბამისად, პირველი და მე-2 კლასის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
გ) არქიტექტურული ესკიზების შეთანხმებასთან დაკავშირებული განცხადება; შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
დ) არქიტექტურული პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ე) გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადება; დოკუმენტაციის მომზადება;
ვ) კონსტრუქციული სქემების/პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ზ) ტექნოლოგიური სქემების შეთანხმებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
თ) მშენებლობის ორგანიზების პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ი) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამსახურის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების შემუშავება;
კ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ლეგალიზების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ლ) საჭიროების შემთხვევაში ობიექტის ადგილზე დათვალიერება;
მ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვა;
წ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ო) უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
პ) სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსის დავალებების შესრულება;
ჟ) განყოფილების ყოველთვიური, კვარტალური მომზადება;
რ) მოქმედი კანონმდებლობით და ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების განხილვა და განცხადებების განხილვა, ნაწილების წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“;
- „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება.
- „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილება.
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის № 7/25 დადგენილება.
განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტები.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ფოთი,დავით აღმაშენებლის N 12
საკონტაქტო ტელეფონები:
ტელ: 558130303;
საკონტაქტო პირი:
ნინო ხარჩილავა
დამატებითი მოთხოვნები:
2 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურის/მშენებლობის/ მიმართულებით.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული
თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება განაცხადის წარდგენისთვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე-გასაუბრებაზე, თუ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ
მოთხოვნებს.
- კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
- კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები და გასაუბრების ჩატარების თარიღი და ადგილი კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში (აპლიკაციაში) მითითებული
ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
