ქალაქთმშენებლობითი განვითარების განყოფილების სპეციალისტი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- ფოთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ქალაქთმშენებლობითი განვითარების განყოფილების სპეციალისტი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
კატეგორია:
არქიტექტურა
განცხადების ბოლო ვადა:
01.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ფოთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) გენერალური გეგმის მართვა ;
ბ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მომზადების ორგანიზება ;
გ) გეგმარებითი დავალებების მომზადება;
დ)სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან/და კერძო საკუთრებაშუ არსებული მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენასთან დაკავშირებული დოკუმნეტაციის მომზადება;
ე)”საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141 მუხლის პირევლი ნაწილით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმის დამტკიცების შესახებ”საქართველოს მტავრობის 2024 წლის 17 ოქტომბრის #352 დადგენილებით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებშუ ფიზიკური პირის საკუთღებაში არსებული მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით , მისი არსებობის შემთხვევაში) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებით ან /და მათი კონცეფციით განსაზღვრულ შესაბამის სივრცით კატეგორიასთან ან/და ფუნქციურ ზონასათან თავსებადობის შესახებ ცნობის გაცემასთან დაკავშირებით განცხადებების განხილვა და შესაბამის დოკუმენტაციის მომზადება;
ვ)მიწის ნაკვეთის საღვრების დადგენასთან დაკავშირებით განცხადებების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ზ)მიწის ნაკვეთის გამიჯვნის , მიწის ნაკვეთის გაერთიანების და მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
თ) განაშენიანების დეტალური გეგმის , განაშენიანების რეგულირების გეგმისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი დოკუმნეტაციის მომზადება;
ი) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვა;
კ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ლ) უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მ) განყოფილების უფროსის დავალებების შესრულება;
ნ) სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“;
- „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება.
- „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილება.
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის № 7/25 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ფოთი,დავით აღმაშენებლის N 12
საკონტაქტო ტელეფონები:
ტელ: 558130303;
საკონტაქტო პირი:
ნინო ხარჩილავა
დამატებითი მოთხოვნები:
2 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურის, მშენებლობის, დიზაინის მიმართულებით.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული
თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება განაცხადის წარდგენისთვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე-გასაუბრებაზე, თუ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ
მოთხოვნებს.
- კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
- კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები და გასაუბრების ჩატარების თარიღი და ადგილი კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში (აპლიკაციაში) მითითებული
ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
