ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახურის მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახურის მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ეკონომიკური
განცხადების ბოლო ვადა:
29.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ბათუმი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ახორციელებს მუნიციპალურ ორგანიზაციებთან მიმდინარე სამუშაო კომუნიკაციას და უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღებასა და დამუშავებას.
- განიხილავს მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ პერიოდულ ანგარიშებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას, ამოწმებს ინფორმაციის სრულყოფილებას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის შენიშვნებსა და წინადადებებს.
- ახორციელებს მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემური საკითხების მონიტორინგს, მოიძიებს ფაქტობრივ ინფორმაციას და ამზადებს შემდგომი რეაგირების შესახებ წინადადებებს.
- მონაწილეობს მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვაში, აგროვებს და ამუშავებს შესაბამის ინფორმაციას და ამზადებს სამუშაო მასალებსა და პრაქტიკულ წინადადებებს.
- ახორციელებს მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ უზრუნველყოფილი სერვისების ხელმისაწვდომობის, უწყვეტობისა და ხარისხის მიმდინარე მონიტორინგს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის წინადადებებს.
- ახორციელებს მუნიციპალური ორგანიზაციებისათვის გაცემული რეკომენდაციების, დავალებებისა და მითითებების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგს და ამზადებს შესაბამის პერიოდულ ან თემატურ ანგარიშებს.
- კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალური ორგანიზაციების შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურების მონიტორინგს და ამზადებს საკითხის განხილვისათვის საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტაციას.
- ამზადებს დამფუძნებლის/პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული მიმდინარე კორესპონდენციის, საპასუხო წერილების, მოხსენებითი ბარათებისა და სხვა სამუშაო დოკუმენტების პროექტებს და აკონტროლებს მათი შესრულების ვადებს.
- კომპეტენციის ფარგლებში და განყოფილების უფროსთან კოორდინაციით ამზადებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს.
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსისა და განყოფილების უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ - მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების, მუნიციპალური ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის ძირითადი საკითხების ნაწილში;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი - ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების ნაწილში;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი - იურიდიული პირების სამართლებრივი სტატუსის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების, ქონებრივი უფლებების, ვალდებულებითი ურთიერთობებისა და ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების ნაწილში;
- საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ - მუნიციპალიტეტის მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სამართლებრივი სტატუსისა და პარტნიორის უფლებამოსილებების ზოგადი საკითხების ნაწილში;
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი - მუნიციპალური ორგანიზაციების საბიუჯეტო დაფინანსებისა და ანგარიშგების ზოგადი საკითხების ნაწილში;
- სახელმწიფო და საჯარო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა - მუნიციპალური ორგანიზაციების შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურების მონიტორინგისთვის საჭირო ზოგადი სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილში;
- მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები - მიმდინარე მონიტორინგისა და დოკუმენტური უზრუნველყოფისთვის საჭირო ნაწილში;
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება;
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახურის დებულება;
- მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და მუნიციპალიტეტის მონაწილეობით მოქმედი ორგანიზაციების წესდებები/დებულებები.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. N25
საკონტაქტო ტელეფონები:
(0422) 27 26 05
საკონტაქტო პირი:
ნინო კერვალიშვილი;
დამატებითი მოთხოვნები:
კონკურსანტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამართლის, ეკონომიკის, ფინანსების, საორგანიზაციო ან/და ადმინისტრაციულ საკითხებზე არანაკლებ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება.
კომპეტენციები და უნარები:
1.ანალიტიკური აზროვნება;
2.გუნდური მუშაობა;
3.დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
4.ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
5.დროის ეფექტიანი მართვის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
ა) კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა აპლიკაციის შევსების დროს აუცილებლად უნდა ატვირთოს და გამოაგზავნოს შესაბამისი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი;
გ) შეფასების ეტაპზე, ზეპირი დავალება გაიმართება გასაუბრებასთან ერთად;
გ) ზეპირი დავალება ფასდება 10 ბალიანი ქულათა სისტემით; გასაუბრება ფასდება 10 ბალიანი ქულათა სისტემით.
კონკურსანტები, რომლებიც ზეპირი დავალებაში/გასაუბრებაში მიიღებენ თითოეულში 5 ქულაზე ნაკლებს, მიეცემათ შეფასება „ვერ გადალახა“.
- კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის, ეტაპების ჩატარების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ ელ. მისამართზე. ასევე, კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაცია კანდიდატებს შეუძლიათ იხილონ მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.batumi.ge.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში
