ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტებისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისების ხარისხისა და მომხმარებლის გამოცდილების უფროსი ანალიტიკოსი
- ანაზღაურება
- 5 440 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტებისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისების ხარისხისა და მომხმარებლის გამოცდილების უფროსი ანალიტიკოსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
კატეგორია:
ანალიტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
28.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
5440 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- სააგენტოს IT სერვისების ხარისხისა და მომხმარებლის გამოცდილების შეფასება, შესაბამისი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
- IT სერვისების მომხმარებელთა საჭიროებების, მოთხოვნებისა და უკუკავშირის შესწავლა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- IT სერვისების ხარისხის შეფასების კრიტერიუმებისა და მაჩვენებლების განსაზღვრასა და განვითარებაში მონაწილეობა;
- IT სერვისების მიწოდების პროცესების მონიტორინგი, არსებული ხარვეზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
- მომხმარებელთა გამოცდილებაზე მოქმედი პრობლემებისა და განმეორებადი ინციდენტების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- IT სერვისების ხარისხთან დაკავშირებული მონაცემების პერიოდული ანალიზი და ტენდენციების გამოვლენა, მათ შორის, მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებლების შეფასება;
- IT სერვისების გაუმჯობესების პროექტებსა და ინიციატივებში მონაწილეობა და დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
- IT სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან და შესაბამის თანამშრომლებთან თანამშრომლობა და საქმიანობის კოორდინაცია;
- მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით პროცესებისა და მომსახურების მიწოდების მექანიზმების შეფასება და შესაბამისი ცვლილებების ინიცირებაში მონაწილეობა;
- IT სერვისების ხარისხისა და მომხმარებლის გამოცდილების შესახებ ანალიტიკური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება და შესაბამისი ინფორმაციის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის სისტემატიზაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- IT სერვისების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების საუკეთესო პრაქტიკისა და თანამედროვე მიდგომების კვლევა და სააგენტოს საქმიანობაში მათი გამოყენების შესაძლებლობების განსაზღვრა;
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები:
0322944120
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი.
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მომხმარებლთა მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის პრინციპების ცოდნა;
- Jira Service Desk კარგად ცოდნა;
- CRM და CallManager სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Visio (ბიზნეს პროცესების აღწერა BPMN სტანდარტით) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული კანდიდატის სახელი და გვარი, ვაკანტურ პოზიციასთან ერთად, გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც კონკურსის შედეგების შესახებ საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მისი მიზანია კონკურსის შედეგების გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
