ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფისა და გეოსაინფორმაციო სისტემების განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 680 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ატვირთვა
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფისა და გეოსაინფორმაციო სისტემების განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი)
კატეგორია:
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა:
25.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3680 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- ახალი ვებ აპლიკაციების შექმნა/ რედაქტირება/ მხარდაჭერა;
- არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მართვა/რედაქტირება/ოპტიმიზაცია;
- საქსტატის შიდა მონაცემთა ბაზის სტრუქტურის შექმნა/განახლება/მხარდაჭერა;
- ვებ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ელექტრონული მართვის სისტემების შექმნა/ტესტირება/მხარდაჭერა;
- პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების და ცვლილებების აღრიცხვა და კონტროლი;
- მონაცემთა ბაზის აღწერილობის გაკეთება;
- ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა:
- ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 სექტემბრის N375 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულება“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N30
საკონტაქტო ტელეფონები:
2 367210 (104); 2 367210 (138)
საკონტაქტო პირი:
შორენა კობიაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პროფესიული უნარები
ვებ პროგრამირება (C#)
მონაცემთა ბაზები (ცხრილების/ბაზების შექმნა, განახლება, დაკავშირება, პროგრამული მოდულები MSSql);
მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული ვებ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროდუქტის შექმნა/მხარდაჭერა/განახლება.
პერსონალური უნარები
- ორგანიზაციის მისიის, საჯარო სამსახურის ეთიკისა და საზოგადოებრივი სარგებლის გაგების უნარი;
- სამუშაოს ანალიზი და სამუშაოს დიზაინის გაგების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვების უნარი;
- მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება/ანალიზის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგებზე ორიენტაციის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ატვირთვა.
აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობის დაწყება და რატომ მიიჩნევს, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
კანდიდატის გასაუბრებაზე დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
