საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის საინფორმაციო სისტემების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 680 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის საინფორმაციო სისტემების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - შემოსავლების სამსახური
ორგანიზაციის შესახებ:
შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მისიაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით.
კატეგორია:
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა:
25.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3680 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
მონაწილეობას იღებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის საინფორმაციო სისტემების ხარისხის კონტროლის სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:
- საინფორმაციო სისტემების ხარისხის კონტროლის სტანდარტების და მეთოდოლოგიის შემუშავების და დანერგვის პროცესის მხარდაჭერა;
- არსებული საინფორმაციო სისტემების ან საპროექტო სისტემების განვითარების პროცესში, ცენტრის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ტესტირების სცენარების შემუშავება და ტესტირება, შემუშავებული სცენარების დოკუმენტირება, ხარვეზების აღმოჩენა, იდენტიფიცირება და კონტროლი,
აღმოჩენილი ხარზვების დოკუმენტირება.
- არსებული საინფორმაციო სისტემების ან საპროექტო სისტემების განვითარების პროცესში, ცენტრის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად აქტიური ჩართულობა სისტემის განვითარების ყველა ეტაპზე.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“;
- შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №2742 02-06-2011წ ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე"
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, 0114, გორგასლის ქ. 16
საკონტაქტო ტელეფონები:
(032) 2 26 26 46
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების/IT მიმართულებით;
- პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლის ან/და ტესტირების (QA) მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- საინფორმაციო სისტემების ტესტირების მეთოდოლოგიების და სტანდარტების ცოდნა (Functional და Nonfunctional Testing; Unit, Integration, System, interface, Regression, User Acceptance Testing და სხვა );
- HTML ენის ცოდნა;
- ვებ/დესკტოპ აპლიკაციების ტესტირების გამოცდილება;
- ტესტ სცენარების შექმნის და დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზის უნარი;
- სასურველია - PL/SQL ცოდნა (Fundamentals)
- სასურველია - scrum მეთოდოლოგიის გამოცდილება;
- სასურველია - Jira-ს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- არსებული სისტემის და ბიზნესპროცესების კარგი აღქმის უნარი;
- ინგლისური და/ან სხვა უცხო ენაზე ზეპირი/წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
-------------------------------
- გადაწყვეტილების მიღება;
- გუნდურობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- განვითარებაზე ზრუნვა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- არსებული სისტემის და ბიზნეს პროცესების კარგი აღქმა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;
- მიუთითონ რეკომენდატორი;
- წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.rs.ge
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

