ბუღალტერი
გამოქვეყნდა 26 ნოებოლო ვადა: 20 დეკ
- ანაზღაურება
- 1 500–2 500 ₾
- ქალაქი
- ყვარელი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი / კვირაში 5 სამუშაო დღე
სრული აღწერა
"ნეკრესის მამული" - სასტუმრო და რესტორანი კახეთში, ყვარლის რნ-ი, სოფ. შილდა აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ყვარელი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი / კვირაში 5 სამუშაო დღე
სამუშაო ადგილი: ყვარელი, ნეკრესის მონასტრის გზა
ანაზღაურება: 1500 ლარიდან 2500 ლარამდე (ხელზე ასაღები) (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად)
დამატებითი ბენეფიტები:
- კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას
- საწვავის ტალონს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და წარმოება, ნაშთების კონტროლი, რეალიზაციების და ხარჯვითი ოპერაციების კონტროლი;
- ფულის მოძრაობის ოპერაციების კონტროლი;
- პირველადი და სხვა ბუღალტრული დოკუმენტაციის გადამოწმება, სისწორის უზრუნველყოფა, ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა და ფიზიკური დაარქივება;
- რეალიზაციის ოპერაციების პროგრამულად ასახვა
- მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი და შესყიდვების პროგრამაში გატარებაში ჩართულობა;
- ხელფასების ბუღალტრული აღრიცხვა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა;
- საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა სახის დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ბუღალტრული აღრიცხვის პროცესთან.
აუცილებელი ცოდნა & უნარები:
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- Microsoft Office (Word, Excel);
- საბუღალტრო პროგრამა fina - ში მუშაობის გამოცდილება სასურველია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hello@nekresiestate.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 20 დეკემბერი, 2026 წ.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

