წარმოების მთავარი ბუღალტერი
- მისამართი
- კახეთის გზატკეცილი, თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00-დან 18:00 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- ბენეფიტები
- ბაზარზე კონკურენტული ანაზღაურება · კვება · ტრანსპორტირება
სრული აღწერა
"ფოლადის სახლი" 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს რკინის სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია აერთიანებს 4 საწარმოს, ფილიალებს თბილისსა და ბათუმში და სასაწყობე ბაზას ვაზიანში. მრავალწლიანი გამოცდილება და 5000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა ჩვენი სტაბილური განვითარებისა და წარმატების საფუძველია.
კომპანია "ფოლადის სახლი" აცხადებს ვაკანსიას: წარმოების მთავარი ბუღალტერი
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის სრული ციკლის მართვა პროგრამა BALANCE-ში;
- მარაგების კონტროლი და წარმოების აღრიცხვის მონიტორინგი;
- შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი;
- დებიტორ/კრედიტორების კონტროლი;
- ტრანზაქციების კონტროლი;
- ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება;
- გადასახადების სწორად აღრიცხვა და გადახდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
- ხელმძღვანელობისთვის პერიოდული რეპორტინგი;
- საგადასახადო რისკების შეფასება/მართვა;
- თვის დახურვის ოპერაციების წარმოება და გუნდის წევრებთან თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუღალტერიის, სასურველია წარმოების სფეროში;
- სასურველია საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნა;
- ექსელის პრაქტიკული ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის და კომუნიკაციის კარგი უნარები.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 09:00-დან 18:00 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი, თბილისი.
ბენეფიტები:
- ბაზარზე კონკურენტული ანაზღაურება;
- კვება;
- ტრანსპორტირება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: HR@poladissakhli.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ - წარმოების მთავარი ბუღალტერი.
ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ფოლადის სახლის" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.
თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილოთ თქვენი დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
- მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
- გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: iuristi@poladissakhli.ge ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი N14).
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



