ბუღალტერი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ | 10:00-19:00
სრული აღწერა
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "იორკ თაუერსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საბუღალტრო და ფინანსური პროცესების ეფექტურად მართვას.
ძირითადი მოვალეობები:
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
- დღგ-ის დეკლარაციების წარმოება;
- საბუღალტრო გატარებების განხორციელება და კონტროლი;
- ბალანსის (Balance Sheet) მომზადება;
- საბანკო და ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვა;
- ხელფასების დარიცხვა და სახელფასო უწყისების მომზადება;
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის მართვა და არქივირება;
- საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა;
- სტატისტიკური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა (საქსტატი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და ფინანსური მონაცემების დამუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი | 10:00-19:00;
- სამუშაო ადგილი: თბილისი.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: vacancy@yorktowers.com
გთხოვთ, (Subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
CV-ის გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კანდიდატურის შეფასებისა და შესაძლო დასაქმების მიზნით. მონაცემები დაცულად შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მონაცემების ნახვა, შესწორება, წაშლა ან თანხმობის გაუქმება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

