მთავარი ბუღალტერი
სრული აღწერა
"UHY Georgia", რომელიც დამოუკიდებელი აუდიტორული, ბუღალტრული, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების საერთაშორისო ქსელის UHY International-ის წევრია, აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
UHY International 1986 წელს დაარსდა. დღესდღეობით იგი მსოფლიოს 98-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი დამოუკიდებელი წევრი ფირმების სახით და აერთიანებს 320-ზე მეტ პროფესიონალს.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 5 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) საფუძვლიანი ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მარეგულირებელი მოთხოვნების სიღრმისეული ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგებისა და საგადასახადო დეკლარაციების მომზადებისა და გადამოწმების გამოცდილება;
- ბუღალტრული გუნდის მართვისა და მისი საქმიანობის ზედამხედველობის გამოცდილება;
- შიდა ფინანსური კონტროლის მექანიზმებისა და ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურების საფუძვლიანი ცოდნა;
- ყოველთვიური და წლიური საანგარიშგებო პერიოდების დახურვის პროცესების მართვის გამოცდილება;
- გარე აუდიტორებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან ეფექტური კომუნიკაციის გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება საბუღალტრო პროგრამა APEX-ის ცოდნა);
- შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალთან (RS.ge) მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Excel-ისა და Microsoft Office-ის სხვა პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- პროფესიული კვალიფიკაციის (ACCA ან სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი) ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- ლიდერული და გუნდის ეფექტიანად მართვის უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამუშაო პროცესების ორგანიზებისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და მკაცრად განსაზღვრულ ვადებში მუშაობის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და პროფესიული ურთიერთობების წარმართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და დასაბუთებული პროფესიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი გრძნობა;
- პროფესიული ეთიკის, კეთილდისიერებისა და კონფიდენციალურობის პრინციპების ერთგულება.
რას გთავაზობთ:
- გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობისა და მსხვილი ქართული და საერთაშორისო კომპანიების მომსახურების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას;
- ACCA-ის გამოცდების დაფინანსებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტს;
- პროფესიონალთა გუნდს და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tdavitaia@uhy.ge
გთხოვთ, ელექტრონული შეტყობინების სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გასაუბრებაზე მოწვეულ იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 25.12.2026
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


