ბუღალტერი (მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)
- ანაზღაურება
- 1 920 ₾
- ქალაქი
- ფოთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ბუღალტერი (მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
კატეგორია:
ბუღალტერია
განცხადების ბოლო ვადა:
01.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
1920 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ფოთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება, სამსახურის ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის პროექტების შედგენა, სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა, სატარიფო საქმიანობის წარმართვა.
მინიმალური განათლება:
პროფესიული
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი“ საჯარო სამსახურის შესახებ“
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
- საქართველოს კანონი “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”
- „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 05 აპრილის №99 ბრძანება;
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის № 7/25 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ფოთი,დავით აღმაშენებლის N 12
საკონტაქტო ტელეფონები:
ტელ: 558130303;
საკონტაქტო პირი:
ნინო ხარჩილავა
დამატებითი მოთხოვნები:
2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო/საბუღალტრო/შესყიდვების სფეროში.
1.ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
- კომპლექსური აზროვნება
- დროის ეფექტიანი მართვა.
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული
თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება განაცხადის წარდგენისთვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე-გასაუბრებაზე, თუ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ
მოთხოვნებს.
- კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
- კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები და გასაუბრების ჩატარების თარიღი და ადგილი კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში (აპლიკაციაში) მითითებული
ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
