ბუღალტერი
გამოქვეყნდა 27 ნოებოლო ვადა: 27 დეკ
- მისამართი
- თბილისი, ავლაბარი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ - 10:00-19:00 (მათ შორის 1-საათიანი შესვენება)
- მთავარი მოთხოვნა
- ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მიმაგრებულ ფაილზე მიუთითოთ სახელი, გვარი ლათინური შრიფტით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
სრული აღწერა
ა/კ "ჯორჯიან ეარვეისი" "Gergian Airways" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება, პროგრამული აღრიცხვა-მონიტორინგი, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
- სალაროს/ბანკის ოპერაციების შესრულება / პროგრამული აღრიცხვა;
- ანგარიშ ვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი; მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი, კონტროლი;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი; დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების
- მომზადება, დებიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად; შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთული კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი; კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული თვის / წლის დახურვაში მონაწილეობის მიღება;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, აუდიტის, ან მომიჯნავე განხრით;
- საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნა
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელი, ვორდი, ინტერნეტ ბანკი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- სამუშოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-19:00 (მათ შორის 1-საათიანი შესვენება)
- ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@georgian-airways.com
სასურველია CV-ის გამოგზავნისას მიუთითოთ, რა მოლოდინი გაქვთ ხელფასთან დაკავშირებით.
აუცილებელია ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მიმაგრებულ ფაილზე მიუთითოთ სახელი, გვარი ლათინური შრიფტით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


