უმცროსი ბუღალტერი
- მისამართი
- თბილისი, ავჭალა, შუშის ქუჩა 6
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას · ფასდაკლებას ჩვენი სერვისების გამოყენებისას — სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის ფარგლებში · მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
კომპანია "მერქანი" უკვე 26 წელზე მეტია ახორციელებს ქართული მყარი ავეჯისა და კარების წარმოებას. საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს სოციალურ ქსელებს:
კომპანია "მერქანი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, შუშის ქუჩა 6.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1200₾ + პრემია (200-300 ₾)
"მერქანში" ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ყურადღებიან და განვითარებაზე ორიენტირებულ უმცროს ბუღალტერს, რომელსაც აქვს ბუღალტრული მიმართულებით მუშაობის ინტერესი და სურს პროფესიული გამოცდილების მიღება.
ძირითადი მოვალეობები:
- პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება;
- პროგრამა 1C-ში ოპერაციების გატარება;
- ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების დამუშავება;
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა;
- მონაცემების შეყვანა და დამუშავება Excel-ში;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროგრამა 1C-ის, Fina-ს საბაზისო დონეზე ცოდნა — აუცილებელია;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
- ბუღალტრული დოკუმენტაციის დამუშავების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ყურადღებიანობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
- ფასდაკლებას ჩვენი სერვისების გამოყენებისას — სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის ფარგლებში;
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@merkaniart.ge. გთხოვთ, (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "უმცროსი ბუღალტერი".
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



