მთავარი ბუღალტერი
- მისამართი
- ქ. თბილისი, გამრეკელის N19
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 09:30-18:30
სრული აღწერა
სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გამრეკელის N19
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ბუღალტერიის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
- საბანკო ამონაწერების ყოველთვიური დამუშავება და შესაბამისი ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა;
- გადამზღვევლებთან და სადაზღვევო ბროკერებთან არსებული ფინანსური ვალდებულებების აღრიცხვა, შედარება და შესაბამისი მონაცემების სისწორის კონტროლი;
- სადაზღვევო პროგრამიდან ბუღალტრულ პროგრამაში მონაცემების ექსპორტი და მათი სისწორის გადამოწმება;
- იურიდიული დეპარტამენტისთვის ამოღებული თანხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
- საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული დეკლარაციების მომზადება და წარდგენა შესაბამის უწყებაში;
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის ყოველკვარტალური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
- კომპეტენციის ფარგლებში, ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება რეპორტინგის სამსახურისთვის;
- დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარსადგენი ყოველთვიური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა;
- ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობა და მოთხოვნილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მომზადება;
- ფინანსური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
- ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ბუღალტრული ან ფინანსური გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და საგადასახადო ანგარიშგების პრინციპების ცოდნა;
- ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
- ბუღალტრული პროგრამებისა და MS Excel-ის ცოდნა;
- ფინანსური მონაცემების ანალიზისა და შეჯერების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტიანად მართვისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად წარმართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
წარმატებებს გისურვებთ!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.
ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.
თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მთავარი ბუღალტერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



