უმცროსი ბუღალტერი
გამოქვეყნდა 27 ნოებოლო ვადა: 24 დეკ
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- თბილისი, სიმონ ჩიქოვანის 4ა
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ: 10:00 – 19:00
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
სრული აღწერა
ტურისტული კომპანია „Your Point“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სიმონ ჩიქოვანის 4ა
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 19:00
შაბათი: 11:00 – 16:00
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა საბუღალტრო და შიდა სააღრიცხვო პროგრამებში
- საბანკო ამონაწერების დამუშავება და ოპერაციების გადამოწმება
- ინვოისებისა და პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის შემოწმება და მოწესრიგება
- ოფისისა და ტურისტული მიმართულების ხარჯების აღრიცხვა
- Excel-ში სამუშაო ცხრილებისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება და მათი დროულად წარდგენა მთავარი ბუღალტრისთვის
- მთავარი ბუღალტრის დავალებების დროულად შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა
- სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა საბუღალტრო აღრიცხვისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების მისაღებად
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- Microsoft Excel-ის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე
- სამუშაოს მიმართ პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული მიდგომა
- სწრაფად სწავლისა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი
Apply now ატვირთეთ თქვენი CV ბმულზე განაცხადის შევსება
ან გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: cv@yourpoint.ge
შენიშვნა: ელ.ფოსტის გაგზავნისას გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული, რუსული, ინგლისური
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


