უმცროსი ბუღალტერი
- მისამართი
- თბილისი, ი. ჭავჭავაძის ქ. 29
- ბენეფიტები
- კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს · ჯანმრთელობის დაზღვევას · სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე
სრული აღწერა
ZION დეველოპმენტი 2022 წლიდან ქმნის პრემიალურ საცხოვრებელ კომპლექსებს, ბიზნეს ცენტრებსა და სასტუმროებს საქართველოში. ჩვენი მიზანია ინოვაციური სივრცეების შექმნა, სადაც თითოეული ადამიანი თავს კომფორტულად და ფასეულად იგრძნობს. ზიონის პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე zion.ge
ზიონის გუნდში ვეძებთ უმცროს ბუღალტერს.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის ქ. 29
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00.
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბუღალტრული/პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება და შესაბამისი გატარებების მიცემა;
- ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა (ხარჯების, მარაგების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა. შ.);
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/შედარება პარტნიორებთან;
- საგადასახადო პორტალზე (RS.GE) მუშაობა;
- ყოველთვიური/წლიური ფინანსური რეპორტინგის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- კომპანიის ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება: შედარება, შედეგების პროგრამაში ასახვა და სხვა;
- საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების მიცემა;
- სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
მოთხოვნები:
განათლება
- უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების სპეციალობით (სასურველია);
- ბუღალტრული აღრიცხვის კურსების სერტიფიკატი (სასურველია).
გამოცდილება/ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ უძრავი ქონების/დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
- საგადასახადო პორტალზე (RS.GE) მუშაობის გამოცდილება;
- ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
- საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა, ასევე, IFRS სტანდარტების ცოდნა.
პროგრამული უზრუნველყოფა
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა (Excel-ის კარგად ცოდნა აუცილებელია);
- ბუღალტრული პროგრამები.
თუ მზად ხართ ამ გამოწვევისთვის, გავიზიარეთ თქვენი რეზიუმე და გახდით ჩვენი გუნდის წევრი!
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ზიონ ორანჟერია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უმცროსი ბუღალტერი ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება



