უმცროსი ბუღალტერი
გამოქვეყნდა 3 ნოებოლო ვადა: 2 დეკ
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 19:00-მდე (შესვენება 13:00–14:00)
სრული აღწერა
wegroup-ის ფინანსურ დეპარტამენტში ვეძებთ უმცროს ბუღალტერს, რომელიც მთავარ ბუღალტერთან ერთად აწარმოებს კომპანიის ყოველდღიურ ბუღალტრულ აღრიცხვას და მაღაზიებთან ყოველდღიურად მუშაობს.
პოზიცია სრული განაკვეთია, ოფისში. გადამწყვეტია სიზუსტე ციფრებში, შეჯერების უნარი და მაღაზიის თანამშრომლებთან მოკლე, მკაფიო კომუნიკაცია.
გრაფიკი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 19:00-მდე (შესვენება 13:00–14:00).
სამუშაო ადგილი
თბილისი, საბურთალო, ოფისი
რას გააკეთებ
- მაღაზიების გაყიდვების ყოველდღიური შემოწმება და შეცდომების გასწორება FINA-ში: დაბრუნებები, გადახდის ტიპები (ნაღდი, ბარათი, განვადება), სალაროსა და Z-ანგარიშის სხვაობები
- ყოველდღიური ოპერაციებისა და დოკუმენტების გატარება FINA-ში (საკომისიო, დებიტორებისა და კრედიტორების გადახურვა)
- საბანკო ოპერაციების გატარება ყველა ვალუტაში, სალაროს ნაშთების კონტროლი
- ელექტრონული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების მართვა RS.ge-ზე, შემოსული ინფორმაციის ასახვა FINA-ში
- მაღაზიების დოკუმენტაციის მოწესრიგება (აქტები, ჩეკები, განვადების ანგარიშები) და მათთვის ბუღალტრულ საკითხებში დახმარება
- განვადებებისა და დებიტორების დოკუმენტაციის წარმოება
- თვის დახურვაში მონაწილეობა: ამონაწერები, რეალიზაცია, დაბრუნებები, ავანსები
- ახალი თანამშრომლების რეგისტრაცია RS.ge-სა და FINA-ში
- საწვავის ხარჯის ანგარიშის წარმოება
რას გთავაზობთ
- ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სამგზავრო ბარათი
- 30% ფასდაკლება ჩვენს მაღაზიებში
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
გრაფიკი:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 19:00-მდე (შესვენება 13:00–14:00).
ჩვენი მოლოდინი
- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 1 წლის გამოცდილება ბუღალტრად ან მთავარი ბუღალტრის დამხმარედ
- RS.ge-ზე მუშაობის ცოდნა;
- FINA-ს ცოდნა დიდი უპირატესობაა
- Excel კარგ დონეზე
- ინგლისური ან რუსული ენა არანაკლებ B2 დონეზე
- სიზუსტე, პასუხისმგებლობა და დროის სწორად მართვა
რა ხდება შემდეგ
- შეავსე განაცხადი
- ეიჩარი გეტყვის პირობებს და რამდენიმე რამეს გკითხავს
- მოკლე გასაუბრება ოფისში
- შეთავაზება და პირველი დღე
როგორ დაგვიკავშირდე: შეავსე განაცხადი: განაცხადის შევსება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული,ინგლისური,რუსული
- ენები
- ქართული, ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

