ცნობიერების ამაღლების, ტრენინგებისა და სერტიფიცირების სამსახურის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 160 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ცნობიერების ამაღლების, ტრენინგებისა და სერტიფიცირების სამსახურის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
კატეგორია:
განათლება
განცხადების ბოლო ვადა:
28.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4160 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების მომზადება და შესრულება;
- ტრენინგების, კურსებისა და სემინარების მონაწილეთა რეგისტრაციის, ინფორმირების, დასწრების აღრიცხვისა და მონაწილეთა სიების წარმოება;
- სასწავლო ღონისძიებების განრიგის, მონაწილეთა მოწვევებისა და პროგრამასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეტყობინებების მომზადება და გაგზავნა;
- ტრენერებთან, მოწვეულ ექსპერტებთან და მონაწილეებთან მიმდინარე კომუნიკაციის უზრუნველყოფა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის საჭირო აუდიტორიის, ტექნიკური აღჭურვილობის, სასწავლო მასალებისა და სხვა რესურსების მომზადების ორგანიზება;
- ტრენინგებისა და სასწავლო კურსების მიმდინარეობისას მონაწილეთა საჭიროებებისა და ტექნიკური საკითხების მხარდაჭერა;
- სასწავლო მასალების, პრეზენტაციების, დავალებების, სარეგისტრაციო ფორმებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება, მოწესრიგება და გავრცელება;
- განხორციელებული სასწავლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ და მატერიალურ ფორმატში აღრიცხვა და შესაბამისი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
- მონაწილეთა შეფასების, უკუკავშირის, ტესტირებისა და სხვა მონაცემების შეგროვება, ელექტრონულ ფორმატში ასახვა და პირველადი დამუშავება;
- სასწავლო კურსების დასრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობებისა და სერტიფიკატების, მომზადებასა და გაცემაში მონაწილეობა;
- საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში მომზადებული მასალების, მონაწილეთა მონაცემებისა და ანგარიშგების დოკუმენტების დაცვა და ორგანიზებულად შენახვა;
- საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შედეგების შესახებ ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების მომზადება და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერისთვის წარდგენა;
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები:
0322944120
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
- საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. სასურველია, დამატებით, საგანმანათლებლო მიმართულებით ღონისძიებების დაგეგმვისა და კოორდინირების მიმართულებით გამოცდილება.
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული კანდიდატის სახელი და გვარი, ვაკანტურ პოზიციასთან ერთად, გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც კონკურსის შედეგების შესახებ საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მისი მიზანია კონკურსის შედეგების გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
