ცნობიერების ამაღლების, ტრენინგებისა და სერტიფიცირების სამსახურის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ცნობიერების ამაღლების, ტრენინგებისა და სერტიფიცირების სამსახურის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
კატეგორია:
განათლება
განცხადების ბოლო ვადა:
28.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- ციფრული მმართველობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში არსებული საგანმანათლებლო რესურსებისა და პრაქტიკის შესწავლა;
- საგანმანათლებლო პროგრამების თემატური შინაარსის მომზადებასა და შესაბამისი სასწავლო კომპონენტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
- სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის სასწავლო მასალის ადაპტირება მათი ცოდნის დონის, პროფესიული საჭიროებებისა და სასწავლო მიზნების გათვალისწინებით;
- პროგრამების ფარგლებში გამოსაყენებელი პრაქტიკული მაგალითების, სავარჯიშოების, ქეისებისა და ინტერაქტიული აქტივობების შემუშავება;
- სასწავლო კურსების საპილოტე განხორციელებაში მონაწილეობა და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
- სასწავლო პროგრამებში გამოყენებული მეთოდების, მასალებისა და შეფასების მიდგომების შესაბამისობის გადამოწმება განსაზღვრულ სასწავლო შედეგებთან;
- საგანმანათლებლო პროგრამების განახლების მიზნით საკანონმდებლო, ტექნოლოგიური და სფეროში არსებული ტენდენციების მონიტორინგი;
- საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში მონაწილეთა ცოდნისა და უნარების შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;
- თემატური სახელმძღვანელოების, გზამკვლევების, საინფორმაციო ბუკლეტებისა და ელექტრონული სასწავლო რესურსების შემუშავებაში ჩართულობა;
- განხორციელებული პროგრამების შინაარსობრივი შედეგების ანალიზი და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერისთვის შესაბამისი დასკვნებისა და გაუმჯობესების წინადადებების წარდგენა.
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები:
0322944120
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული კანდიდატის სახელი და გვარი, ვაკანტურ პოზიციასთან ერთად, გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც კონკურსის შედეგების შესახებ საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები გამოქვეყნდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მისი მიზანია კონკურსის შედეგების გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
