საქმისწარმოების სპეციალისტი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- ფოთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საქმისწარმოების სპეციალისტი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
კატეგორია:
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა:
01.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ფოთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით, საქმეთა ნომენკლატურის ჩამოყალიბება, საქმისწარმოების პროცესში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისთვის გადაცემა (არქივირება);
დ) საქმისწარმოებაში ბეჭდებისა და შტამპების სათანადო გამოყენება;
ე) მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის № 7/25 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ფოთი,დავით აღმაშენებლის N 12
საკონტაქტო ტელეფონები:
ტელ: 558130303;
საკონტაქტო პირი:
ნინო ხარჩილავა
დამატებითი მოთხოვნები:
2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საქმისწარმოების, იურიდიული ან/და მოქალაქეთა მომსახურეობის მიმართულებით.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
- კომპლექსური აზროვნება
- დროის ეფექტიანი მართვა.
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული
თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება განაცხადის წარდგენისთვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე-გასაუბრებაზე, თუ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ
მოთხოვნებს.
- კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
- კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები და გასაუბრების ჩატარების თარიღი და ადგილი კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში (აპლიკაციაში) მითითებული
ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
